"ცოტა აზრზე მოდით ხალხო, არაფერი შეგეშალოთ!" - ლადო ბედუკაძე

"ცოტა აზრზე მოდით ხალხო, არაფერი შეგეშალოთ!" - ლადო ბედუკაძე

სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"ეს იმ ადამიანების გასაგონად ვწერ, ვისაც არც ქურდული ესმის და არც კაცური. ვინც არ უნდა იყოთ, ენა როგორ გიბრუნდებათ და კაცმა, რომელმაც ერთი ადგილიდან პირდაპირი მნიშვნელობით ცოცხები გამოგაძროთ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გააკეთა სააკაშვილის ნაცისტური რეჟიმის დასამხობად რა პრეტენზიებს უყენეთ? მე მაინც არ ვიცოდე დიდი ნაწილი რანი ხართ, ერთმანეთის ჩაშვებას ვერავინ გასწრებდათ. ცოტა აზრზე მოდით ხალხო, არაფერი შეგეშალოთ!", - წერს ბედუკაძე.

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე რამდენიმე დღის წინ მიმართვა გამოაქვეყნა:

"მე, ამისთვის არ მიბრძოლია!!! მაგრამ ვინც ფიქრობს , რომ ბრძოლა დავამთავრე, ცდება. ჩემი სამშობლოს, ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების დასაცავად მზად ვარ სიცოცხლეც გავწირო... ახლა კი, იმ ვითომ "ძველი ბიჭების" და "ქურდების" გასაგონად , ვინც გაბედა და ჩემს შვილებს დაემუქრა. მე თქვენი არ მეშინია, მე თქვენ ძალიან კარგად გაგიცანით ციხეში ყოფნის დროს, ვიცი როგორი მშიშრები და არაკაცები ხართ. შორიდან ნუ მივლით, მოდით და პირადად წამიყენეთ მოთხოვნები. ჩემს ნათესავებს თავი დაანებეთ, თორემ გპირდებით, იმაზე ძვირად დაგიჯდებათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ!!! თუ გგონიათ, რომ თქვენი დრო დაბრუნდება - ცდებით, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს!!! ისევ მოგინდათ წილში ჩაუჯდეთ ბიზნესმენებს?! ისევ მოგინდათ უშრომელი შემოსავალი და სხვის ქონებაზე პარპაში?! თვალი გაახილეთ და რეალობას შეეგუეთ!!! დამთავრდა სიბნელე, დამთავრდა "ქურდული გაგების" პატივისცემა!!! კეთილი ინებეთ და საკუთარი შრომით ირჩინეთ თავი, ან სახელმწიფო აიღებს თავზე თქვენზე ზრუნვას და გისოსებს მიღმა გაატარებთ დარჩენილ სიცოცხლეს!" , - წერდა ელიზბარაშვილი.

შეგახსენებთ, კომპანია "ელიზის" დამფუძნებლი, თამაზ ელიზბარაშვილი, მისი რძალი სალომე ივანიშვილი, რძლის მამა ზურაბ ივანიშვილი და მეგობარი თეიმურაზ მაჭავარიანი 2010 წლის ივლისში ქრთამის მიცემისა და საბუთების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით კი აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს