აუცილებლად "დაგიპიპინებთ", ბატონო მერო - ნანუკა ჟორჟოლიანი დავით ნარმანიას

აუცილებლად "დაგიპიპინებთ", ბატონო მერო - ნანუკა ჟორჟოლიანი დავით ნარმანიას

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გოგა ხაჩიძემ "ფეისბუქზე"  ხელშეკრულების ფოტოასლები გამოქავეყნა, რომლის თანახმად, 2014 წლის 15 აგვისტოს დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანისთვის ხმოვანი და ვიზუალური სასიგნალო აპარატურა შეიძინა.

იგივე ფაქტს ფეისბუქის პირად გვერდზე, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.

"ბატონი ნარმანია შესულა ოთახში, მისი დაცვა გარეთ ელოდებოდა, პირველი რაც მოიკითხა იყო ციმციმებიანი მანქანა. აი ისეთი მანქანიდან რომ ყვირიან გადადექი, გადადექი, მანქანის გატარებას რომ ითხოვენ მაგისტრალზე.

სხვათაშორის საბასაც უყვარს ციმციმებიანი მანქანა. აღმოჩნდა რომ ყოფილ მერს, გიგი უგულავას ასეთი მანქანა არ ჰყოლია, არც რამდენიმე ჯიპი ესკორტისთვის. დამწუხრებულა ბატონი ნარმანია და პირველი რისი ყიდვაც მერიისთვის დაუვალებია ციმციმებია. ქუჩაში რომ შემხვდებით აუცილებლად "დაგიპიპინებთ" ბატონო მერო, დასტურად იმისა რომ ბევრი მითი დაგემსხვრევათ. ბოლოჯერ კი მაშინ  "დაგიპიპინებთ" (საბა ეძახის ასე) როდესაც დამტკიცდება რომ თქვენი არჩევნებისთვის დაჭერილ ყოფილ მერს არცერთი კაპიკი არ მიუთვისებია! იმედია დიდხანს იციმციმებთ, გულს უხარია თქვენი ციმციმი". - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს