თქვას, რომ იცრუა! - რის აღიარებას მოითხოვს ივანიშვილისგან ნანუკა ჟორჟოლიანი

თქვას, რომ იცრუა! - რის აღიარებას მოითხოვს ივანიშვილისგან ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. ექს-პრემიერმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი სავარაუდო ჟურნალისტობის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით პირველად ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.

"არ მგონია შეშლოდა ჩემი გვარი! კარგად უნდა იცოდეს! არაერთხელ შემოუთვლია მადლობა ბერას გადაცემაზე (ბერამ გადმომცა პირადად) (რამდენჯერმე ირაკლიმაც მითხრა ღარიბაშვილმაც!) და უთქვამს, რომ ჩემს გადაცემაში ბერას პირველი გამოჩენა სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო! (ესეც ღარიბაშვილისგან ვიცი) ბიძინას სავარაუდო წამყვანობაზე არცერთ "ნანუკას შოუში" არ მისაუბრია! ან თქვას, რომ იცრუა! ან აღიაროს, რომ შეეშალა გვარი წამყვანის!

P.s. პოსტი დავდე ფბზე და გავიგე GDS თანამშრომლებისგან, რომლებიც მარმწუნებდნენ, რა მაგარი არხი ხდებოდა GDS, იმიტომ რომ იქ ბიძინა გადაცემას იწყებდა და უფრო მეტიც! ისიც კი მითხრეს რა ერქმეოდა გადაცემას! სტუდიაც კი სავარაუდოდ როგორი იქნებოდა!!!", - წერს ჟორჟოლიანი.

როგორც ივანიშვილმა "კვირის პალიტრას" განუცხადა, მისი სავარაუდო ჟურნალისტობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ.

"რაც შეეხება ჩემს სავარაუდო ჟურნალისტობას, სხვათა შორის, ეს თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის - მეც (იცინის). სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა. არ ვიცი, რა და როგორ არის... ისე, შეიძლება, მართლაც მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო. თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. სულ ორი-სამი დღის დაწყებული იყო ეს საუბრები და უეცრად ეს ამბავი ტელევიზიით გადმოსცეს, რამაც გამაოცა. ვიმეორებ - შესაძლოა, ასეც მოხდეს, ოღონდ დაბალი ალბათობით", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს