ნანუკა ჟორჟოლიანი ნოშრევან ნამორაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი ნოშრევან ნამორაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ეხმაურება

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო გადაწყვეტილებას ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა,  დავით კოდუას რძალი, ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ფარცხალაძე ( რელური) პროკურორი უშუალოდ ედგა თავზე ყველა მოწმეს, რომელიც გელაშვილის საქმეზე დაიკითხა. არცერთს არ უთქვამს რომ მათ დავალება ერეკლე კოდუასგან მიიღეს, უფრო მეტიც! არცერთს არ უთქვამს რომ ერეკლეს რამე შეხება ჰქონდა მომხდართან და მიუხედავად ამისა ბრალი, რომელიც მას წაუყენეს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს! ზუსტად ისეთივე ნაცემი იყო დავით კოდუა! ( ამას თვით ქართული ოცნების წევრები ამბობენ) , მივიდა კაცი ეს მე გავაკეთეო და მსუბუქი დაზიანებაო იგივე ფარცხალაძემ და გარეთ გამოდის! ამ პოსტზე ის წევრები დამითაგეთ კოალიციიდან, სამართლიანობის აღდგენას ხშირად რომ ახსენებენ  და არ მითხრათ რომ 9 წელი უარესები ხდებოდა. თუ ხდებოდა კი გააკეთა არჩევანი ხალხმა! და არ მგონია ეს ყოფილიყო მათი არჩევანი;) ასე გააგრძელეთ მეგობრებო:) ეგ უნდათ ნაციონალებსაც," - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს