მანანა მანჯგალაძე - "მითხრეს გასაგებად, რაღაც სიაში ვარ, ტელევიზიაზე არ ვიოცნებო"

მანანა მანჯგალაძე - "მითხრეს გასაგებად, რაღაც სიაში ვარ, ტელევიზიაზე არ ვიოცნებო"

მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ სააკაშვილის ქვეყნიდან წასვლისა და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მისთვის სამსახურის შეთავაზებას ერიდებიან.

"ვინც მიცნობთ, იცით არ ვარ ბოღმა, მაგრამ ერთი რამ მინდა მოკრძალებულად ვიკითხო... მაინტერესებს. რამდენიმე წლის განმავლობაში რომ მირეკავდნენ და მთავაზობდნენ ლექციების წაკითხვას, ეს იყო, როცა აქტიურ ჟრნალისტიკაში ვიყავი და მერეც, რა საინტერესოა რა მოხდა? იმას აღარ ვამბობ, რამდენიმე რომ შემეხმიანა და ბოლოს იმით დამთვარდა "იმასთან " როგორი ურთიერთობა გაქვსო, არავისთან არ მაქვს ამ დროს ცუდი ურთიერთობა, იმას როგორი ურთიერთობა აქვს, ეგაა ახლა გადამწყვეტი თურმე... არა განა რამე მიკვირს, აღარააფერი აღარ მიკვირს, უბრალოდ სადაც ვიყავი ეს დაყოფა ჩემთვის ძალინ უცხო იყო და არასდროს არ მქონია... არასდროს... ეს უკვე გავიგე, რომ და მითხრეს გასაგებად რაღაც სიაში ვარ, ტელევიზიაზე არ ვიოცნებო... გავიგე, ამხანაგებოო, გავიგე", - წერს მანჯგალაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს