"დაუღალავი პროპაგანდაა საჭირო" - რას წერს მაკა ჩიჩუა "კაზანტიპის" ორგანიზატორს

"დაუღალავი პროპაგანდაა საჭირო" - რას წერს მაკა ჩიჩუა "კაზანტიპის" ორგანიზატორს

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის - "კაზანტიპის" ორგანიზატორი, გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში მსოფლიო მასშტაბის მუსიკალური მეგაპროექტების მნიშვნელობის შესახებ წერს და ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ელექტრონული საცეკაო მუსიკის (EDM) ინდუსტრიის შესახებაა საუბარი.

"მჯერა ჩვენ ეს შეგვიძლია, მჯერა ჩვენ ავაშენებთ ამას, შევქმნით იმ ბაზისს რაც სამომავლოდ მეგაპროექტების კატალიზატორი გახდება. ეს არის ჩვენი პროექტების მცირე ვიზუალური მხარე , რასაც სულ მალე საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას წარვუდგენთ. აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ სრული მხარდაჭერა იქნება როგორც მთავრობისაგან, ასევე საზოგადოებისგან. ეს ხვალინდელი და ზეგინდელი დღეა. ეს მენტალური, ეკონომიკური და ბიზნეს სასწაული იქნება. ეს ჩვენი დიდი გამოწვევაა, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ და ფანტასტიურ შედეგს დავდებთ. ეს საქართველოა, ჩვენ გვინდა, ჩვენ შეგვიძლია!!!", - წერს სიგუა.

სიგუას პოსტს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ეხმაურებიან.

ნანუკა ჟორჟოლიანი: "თუ ვერ შევძლებთ და ჩვენთვის უარესი. მეც მეგონია, რომ შევძლებთ!".

მაკა ჩიჩუა: "დაუღალავი და სწორი პროპაგანდაა საჭირო, რომ განიმარტოს ელექტრონული მუსიკის როლი დღევანდელ, თანამედროვე სამყაროში... სიგუ! არ დაიღალო!მთავარი ნება ახალგაზრდებისგან უნდა მოდიოდეს!".

შეგახსენებთ, 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი "კაზანტიპი" გაიმართა. როგორც "კაზანტიპის" რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა, დიდი ალბათობით მომავალ წელს ფესტივალი საქართველოში აღარ გაიმართება. მისი თქმით, ღონისძიებაზე ძალიან ცოტა ხალხი ჩავიდა და გაწეული დანახარჯის ამოღება გაჭირდა.

მარშუნოკი უკმაყოფილო იყო ხალხის რაოდენობით, საცხოვრებელ სახლებში არსებული პირობებით და ასევე ფასებით, რომელიც თავდაპირველი შეთანხმების დარღვევით, რვაჯერ და ათჯერ გაიზარდა.

იხილეთ: ყველა სიახლე "კაზანტიპის" შესახებ

ვინ არის საქართველოს მომავალი პირველი ლედი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს