"შეგრჩებათ ე.წ "სვეტსკურ-ელიტური" მაყურებელი და ხალხისგან ისევე შორს იქნებით" - ინგა გრიგოლია

"შეგრჩებათ ე.წ  "სვეტსკურ-ელიტური" მაყურებელი და ხალხისგან ისევე შორს იქნებით" - ინგა გრიგოლია

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე "უცნობის" კონცერტზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს.

"საბოლოოდ მივხვდი, "იუმორინას" და  "კომედი ჯგუფის"  კონცერტების გარდა, თითქმის რატომ არ დადის ხალხი ასე მასობრივად არც ერთ კონცერტზე. მინდოდა, ჩემი მეგობრებისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და გადავწყვიტე, უცნობის კონცერტის ექვსი ბილეთი მეყიდა. ნუ, ფასები დამხვდა ისეთი, აღარ ვიყიდე. ყველაზე ცუდი ადგილები 50 ლარიდან იწყებოდა. საშუალო ფასი - 100 ლარი იყო და ზევითაც. ხოდა დაადეთ ეს ფასები ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ბილეთებს და მერე ნუღა იწუწუნებთ. რატომ არ დადის ხალხი კონცერტებზე.... შეგრჩებათ ე.წ  "სვეტსკურ-ელიტური" მაყურებელი და ხალხისგან ისევე შორს იქნებით, როგორც ცა და დედამიწა", - წერს გრიგოლია "ფეისბუქზე".

რამდენიმე დღის წინ უცნობი ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" იყო მიწვეული, სადაც დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ისაუბრა.

დაგაინტერესებთ: "...გადაგვიძახეს ყველა ურნაში და გვატრიალეს ყველა ბრუნვაში" - უცნობი სცენაზე ბრუნდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს