"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ქართველობა შემრცხვებოდა!" - დოდონა კიზირია

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ქართველობა შემრცხვებოდა!" - დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე პროფესორი, დოდონა კიზირია სანდრა რულოვსის ბინის დაყადაღებას და ყოფილი პირველი ლედის მიმართ გამოთქმულ უარყოფით კომენტარებს  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ყოველდღე სულ უფრო და უფრო ნაკლები იმედი მრჩება იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ შემოხაზავს 41-ს შემდგომ არჩევნებში. გუშინ გრიგოლიას გადაცემაში, ერთი მხრივ, ნაციონალების და, მეორე მხრივ, მეოცნებეების კამათის დროს დარბაზში მსხდომი მაყურებელი მეოცნებეებს უკრავდა ტაშს, თუმცა უმეტესობა ახალგაზრდობა იყო. მათგან კი უფრო ფხიზელ გონებას მოველოდი. ეს მითუმეტეს არის გასაკვირი, რომ მათ შორის მხოლოდ ერთმა ასწია ხელი კითხვაზე, ვის სწამს გულწრფელად, რომ საქართველოს ივანაშვილი არ მართავსო. ანუ ახალგაზრდობა კომფორტულად გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ იციან რა უვიცი, უკულტურო და ეჭვგარეშე კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი უდგას ქვეყანას სათავეში.

დღეს კიდევ უარესი რამ ვიხილე - კომენტარები სანდრა რულოვსის ტელეგამოსვლასთან დაკავშირებით. აი, დაახლოვებით ასეთი: "მორგში რომ დაძვრებოდი, მაშინ გვიკეთებდი სიკეთეს, შე წუნკალო?" "რა სიკეთე გაგიკეთებია, რომ გვამადლი?" "ჩემმა შვილმაც განიცადა ტრავმა, როცა ბინიდან გამოგვაგდეს მიშას დროს," და სხვა მრავალი ასეთი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ქართველობა შემრცხვებოდა!

ამ კომენტარებმა გამახსენა ერთი შემთხვევა, რომელიც ამერიკაში მოხდა და რომელიც შეიძლება საქართველოშიც იციან. ყუმი და ბნელი ხალხი ყველა ქვეყანაში ბევრია. ერთმანეთს პოლიტიკური სიტუაციის გამო დაპირისპირებულიც უამრავი. ასეა ამერიკაშიც. მაგრამ ერთხელ ერთ ქალაქში მომაკვდავი ბავშვის (კიბო ჰქონდა უკანასკნელ ფაზაში) დედამ ტელევიზორით მიმართა მაყურებელს, შვილი მიკვდება და ისურვა, ვინმემ საშობაო სიმღერა ("Silent night, Holy night) მიმღეროსო. ეს საყოველთაოდ ცნობილი სიმღერაა და მას ყოველთვის მღერიან შობის დღეებში.

იმავე საღამოს ნახევარი ქალაქი თოვლში და სიცივეში იდგა იმ ბავშვის სახლის წინ და უმღეროდა მას ამ სიმღერას. დარწმუნებული იყავით, იქ სრულიად გაუნათლებლებიც იყვნენ და განათლებულებიც, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც, რომლებიც პოლიტიკურ დებატებში მზად იყვნენ ერთმანეთს ყელში სწვდენოდნენ. ეჭვი არ მეპარება შუაშისტებიც ბევრნი მივიდნენ, რათა მომაკვდავი ბავშვისთვის ემღერათ. გააკეთებდნენ ამას ქართველები, ეს ბავშვი რომ იმ პოლიტიკურ პოზიციაზე მდგარი ადამიანის შვილი ყოფილიყო, რომელ პოზიციასაც ისინი უპირისპირდებიან?

ეხ, ერთ დროს როგორ ვეტრაბახებოდი ამერიკელებს, მე ქართველი ვარ-მეთქი". - წერს კიზირია.

დაგაინტერესებთ: |"მეგონა სააკაშვილის გარდერობის ყნოსვა მისი ბოღმიანობის მწვერვალი იყო" - დოდონა კიზირია ხელისუფლებას აკრიტიკებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს