უბრალოდ დამთხვევა თუ მედიააქტიურობის შედეგი - "ღრმაღელეს" მეტროს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

უბრალოდ დამთხვევა თუ მედიააქტიურობის შედეგი - "ღრმაღელეს" მეტროს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

რამდენიმე დღის წინ ambebi.ge-მ მეტრო "ღრმაღელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ასახული იყო პლასტმასის ბოთლებითა და ჭიქებით დაბინძურებული გარემო. ჩვენ მკითხველს ფოტოს დასათაურება ვთხოვეთ. ფოტოს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, კომენტარები ძირითადად უარყოფითი შინაარსისაა - მკითხველები სისუფთავის დაცვასთან მიმართებაში ქართველების დაბალ კულტურაზე წერენ. ზოგი ჯარიმების გაზრდას მოითხოვს, ზოგი პასუხისმგებელ ორგანოებს აკრიტიკებს, უმეტესობა კი - თავად ხალხს.

უცნობია, ამის მიზეზი ambebi.ge-ზე ფოტოს გამოქვეყნება გახდა, თუ უბრალოდ ადგილი რეგულარულ დასუფთავებას დაექვემდებარა, დღეს იგივე ადგილი ნაგვისგან გაწმენდილია... ნებისმიერ შემთხვევაში, სასიამოვნო და მისასალმებელია...

იხილეთ როგორი იყო ეს ადგილი რამდენიმე დღის წინ:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს