"საგონებელში ჩავვარდი" - ირინა სარიშვილი მკითხველს რჩევას სთხოვს

"საგონებელში ჩავვარდი" - ირინა სარიშვილი მკითხველს რჩევას სთხოვს

სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ ბევრს საუბრობენ სააკშვილის და მისი ოჯახის წევრების დაყადაღებულ ქონებაზე, რომელთა შორის სანდრა რულოვსის ბინაც შევიდა. ჩვენმა მკითხველმა უკვე იხილა ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩის და გადაცემა "ვის უნდა 20 000?"-ის წამყვანის, მამუკა გამყრელიძის სტატუსი, რომელშიც მან მოქალაქეებს სანდრა რულოვსის დასახმარებლად ფულის შეგროვებისკენ მოუწოდა, და აგრეთვე რობერტ სტურუას გამოხმაურებაც, სადაც რეჟისორი სანდრა რულოვსს KGB-ს აგენტად მოიხსენიებს. ამჯერად კი საკუთარ დასკვნებს ინტერნეტმომხმარებლებს ირინა სარიშვილი უზიარებს და Facebook-ზე წერს:

Facebook/ ირინა სარიშვილი:

"ჯერ იყო და ივანიშვილთან მთელი ერი ვალშიაო, ანუ მეც, ესე იგი, სანამ ერიდანაც არ გავურიცხივარ ვინმეს... ეხლა კიდე, სანდრას დაყადაღებული ბინა გამოვიხსნათო და ფული დავდოთ ხალხმაო...

საგონებელში ჩავვარდი: ვისგან დავიწყო, ეგებ მირჩიოთ ვინმემ, გეხვეწებით!

სტატუსის სერიოზული ნაწილი: ყველაფრიდან, მათ შორის, თუნდაც შენთვის მიუღებლიდან შეიძლება რაღაცის სწავლა და პოზიტივად გადაქცევა:

ნაცები სანდრას სახლის დასახსნელად ფულს აგროვებენ...

ისწავლეთ ქოცებო, როგორ უნდა თავისიანის გატანა... გამოგადგებათ", - წერს სარიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს