სად შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი მეტ დეიმონს - პრემიერ-მინისტრისა და ჰოლივუდის ვარსკვლავის აუდიენციის დეტალები

სად შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი მეტ დეიმონს - პრემიერ-მინისტრისა და ჰოლივუდის ვარსკვლავის აუდიენციის დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და მისი მეუღლის - ჰილარი კლინტონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილი ბილ და ჰილარი კლინტონებს და მიღებაზე მიწვეულ მაღალი რანგის სტუმრებს გაესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მიწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა ცნობილი მსახიობი და პროდიუსერი მეტ დეიმონიც, რომელიც აქტიურად არის ჩართული ჰილარი კლინტონის გლობალური ინიციატივის პროექტებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეტ დეიმონთან საუბრის შემდეგ სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

"პრეზიდენტ კლინტონის გლობალური ინიციატივის პლენალურ სესიაზე შევხვდი ცნობილ მსახიობს მეტ დეიმონს,რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროექტში", - დაწერა პრემიერ-მინისტრმა Facebook-ზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი 22 გაერო-ს შტაბბინაში მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) სიტყვით გამოვიდა.

Where did Irakli Gharibashvili meet Matt Damon - Read the story on georgianews.ge

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს