"ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე.." - ანუკი არეშიძის ემოციური წერილი

"ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე.." - ანუკი არეშიძის ემოციური წერილი

სოხუმის დაცემიდან დღეს, 27 სექტემბერს 22 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა "აფხაზურმა გვარდიამ", ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

ამ დღეს ემოციებით იხსენებს დიზაინერი, ენერეგეტიკის მინისტრის მეუღლე, ანუკი არეშიძე.

"მართალია ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ დედის ემოცია, როდესაც იხსენებს სოხუმის დაცემას უდიდეს ემოციებს იწვევს ჩემში. ჩემი უფროსი ძმა ჩვილი იყო როდესაც მამამ დედას სთხოვა საჭირო ნივთები გაემზადებინა, რადგან ის ომში მიდიოდა. მიზეზი ძალიან მარტივი იყო. ქვეყნის ერთიანობა. ორი ბიჭი მეზრდება და როცა ისინი გაიზრდებიან აუცილებლად მკითხავენ: თუ რა გავაკეთე მე ქვეყნისთვის როცა მას უჭირდა?- ან ვუპასუხებ რომ ყველაფერი, ან იქ დავრჩები.

მამაჩემს ომში დედაჩემის ორივე ძმა გაჰყვა. ბაბუაჩემი კი ჯარისკაცებს თბილ ტანსაცმელს და საჭმელს უგზავნიდა. ბიჭიკოც წავიდოდა ომში, ასაკს რომ შეეწყო ხელი. მართალია მე სოხუმში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე...

მამა 2 კვირა დაკარგული იყო. თუმცა ღვთის წყალობით ის დაბრუნდა, დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი. დღეს ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობს და ომის კადრებსაც ვერ უყურებს. მისმა ბიჭებმა კი იციან, რომ სახლშიი ნამდვილი ჯარისკაცი ჰყავთ, რტომელმაც ყველაზე ბოლოს დატოვა სოხუმი", - წერს ფეისბუქზე ანუკი არეშიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს