რატომ ბაძავენ მიშას ასეთ გაუმართლებელ ხარჯებში? - სალომე ზურაბიშვილი პრემიერ მინიტრის ნიუ იორკში ვიზიტზე

რატომ ბაძავენ მიშას ასეთ გაუმართლებელ ხარჯებში? - სალომე ზურაბიშვილი პრემიერ მინიტრის ნიუ იორკში ვიზიტზე

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გუშინ, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლამდე, იქ მცხოვრები ქართველების საპროტესტო აქციას. როდესაც პრემიერ მინისტრს აქციის მონაწილეებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.

პრემიერ მინისტრის ნიუ იორკში ყოფნის და აქციის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს სალომე ზურაბიშვილი.

"რატომ ბაძავენ მიშას ასეთ გაუმართლებელ ხარჯებში?... რაღა არის ეს ნიუ იორკის "Mandarin oriental"- ში გაჩერება, რომელიც ითვლება ერთერთ ყველაზე ძვირ სასტუმროდ (ერთკაციანი ყველაზე იაფი ოთახი 985 დოლარი დღეში და ზემოთ!)... ნუთუ არ შეიძლება ჩვენი ბიუჯეტის შესაძლებლობით შემოვიფარგლოთ და არ ვცდილობდეთ ამითი რაღაცის დამტკიცება, იმისი რაც არც ფულით და არც სატუმროთი არ მტკიცდება!?

რაც ეხება მიშისტების უღირსო და უზრდელ გამოსვლას პრემიერის წინააღმდეგ არაფერი სათქმელიც არ არის რამეთუ მათი სიტყვები მათზე მეტყველებენ და ახასიათებენ .." - წერს სალომე ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს