"გუშინ, ის საბავშვო ბაღის მასწავლებელმა სცემა" - ბექა ელბაქიძე აუტისტი ბავშვის შესახებ

"გუშინ, ის საბავშვო ბაღის მასწავლებელმა სცემა" - ბექა ელბაქიძე აუტისტი ბავშვის შესახებ

ტელეჟურნალისტი ბექა ელბაქიძე, ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს მცირეწლოვანი ბავშვის ფოტოს და ჟურნალისტებს, იურისტებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მიმართავს.

"ეს 4 წლის გაბრიელია, აუტისტი. გუშინ, ის საბავშვო ბაღის მასწავლებელმა სცემა, დაზიანებებს ადვილად შეამჩნევთ სახეზე. დირექტორმა განაცხადა, რომ მასწავლებელს ოჯახური პრობლემები აქვს და ნერვები არ უვარგა! პატრულმა არანაირი რეაგირება არ მოახდინა!

მოქმედება ხდება დიდუბეში, ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე სკოლა "სადუნში".

(მანამდე პერმანენტულად მიმდინარეობდა აუტისტი ბავშვის დისკრიმინაცია, მშობლები აპროტესტებენ - ჩვენი შვილები ავადმყოფ ბავშვთან არ იყოსო", - წერს ჟურნალისტი "ფეისბუქის" გვერდზე.