"ძალიან ავად ვართ!!!" - ლევან ჯავახიშვილი

"ძალიან ავად ვართ!!!" - ლევან ჯავახიშვილი

ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ერის წინსვლის, განვითარებისა და წარმატების საწინდარზე წერს.

"დღეს ყველა არხზე, ყველა საინფორმაციოს ვუყურე... მერე ინგას "რეაქცას"... მოვისმინე პოლიტიკოსთა სხვადასხვა კომენტარები სხვადასხვა თემებზე... ძალიან ავად ვართ!!!

ერთი რამ ვერ გავიგეთ და ვერ გავითავისეთ... ვერცერთი პოლიტიკური ძალა, ვერცერთი პოლიტიკოსი, მითუმეტეს ვერცერთი ბელადი (ამ უკანასკნელებს განსაკუთრებით ვერ ვიტან) ვერ გადაარჩენს ქვეყანას... ერის წინსვლის, განვითარების და წარმატების საწინდარი ჩვეულებრივ მოქალაქეებშია... ჩვეულებრივ ადამიანებში, საზოგადოებაში... მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საზოგადოება განათლებული უნდა იყოს... მხოლოდ განათლებული საზოგადოება შექმნის წარმატებულ სახელმწიფოს... მხოლოდ განათლებული საზოგადოების პირობებში იქნებიან პოლიტიკოსები ხალხის მიერ დაქირავებულნი და არა ხალხის თავზე წამომჯდარნი.. (კონკრეტულად რომელიმე პოლიტ-ძალას არ ვგულისხმობ...)

მთავრობებს მივჩერებივართ ბარტყებივით პირდაღებული... ხელს კი არ ვანძრევთ...", - წერს ჯავახიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს