მიკვირს ხალხისგან კრიტიკა, რომლებიც სანდრას ჩაცმულობაზე ხმას არ იღებდნენ - ანუკი არეშიძე ნანუკა თამაზაშვილს გამოესარჩლა

მიკვირს ხალხისგან კრიტიკა, რომლებიც სანდრას ჩაცმულობაზე ხმას არ იღებდნენ - ანუკი არეშიძე ნანუკა თამაზაშვილს გამოესარჩლა

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი, აშშ-ს პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან გადაღებული ფოტოს ნახვის შემდეგ საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ მის ჩაცმულობას და პრემიერ- მინისტრის მეუღლეს გემოვნებას უწუნებენ.

კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დიზაინერი, კახი კალაძის მეუღლე, ანუკი არეშიძე.

"რამდენიმე დღეა ვადევნებ თვალყურს პერიემიერის და მისი მეუღლის ფოტოზე ამტყდარ აჟიოტაჟს, კომენტარები გააკეთეს და შემდეგ უკვე აიტაცეს პიროვნებებმა, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან მოდაში და მითუმეტეს პირველი პირების დრეს კოდში, რომელსაც ცალკე განათლება სჭირდება და მხოლოდ ტენდეციების ცოდნა არაა საკმარისი.

ქალბატონ ნუნუკას აცვია ძალიან სწორად, ქალბატონის დრესს კოდის გათვალისწინებით ოფიციალურ მიღებაზე უნდა ეცვას კოლგოტი (ხორცისფერი) კაბა უნდა იყოს აუცილებლად მუხლს ქვემოთ, რაც შეეხება სარჩულს, ესაა თვითონ ამ კაბის და იმ დიზაინერის გადაწყვეტილება, რომელმაც ეს ულამაზესი კაბა გააკეთა რათა მაანის სილუეტს გასმოდა უფრო კარგად ხაზი!სხვათაშორის უძლიერესი სტაფი ყავს ამ დიზაინერს, ერთ-ერთი მათგანი გალლიანოა, რომელიც საფრანგეთის პირველი ლედის დიზაინერი იყო (Dior)

მიკვირს განსაკუთრებით იმ ხალხისგან კრიტიკა რომლებიც სანდრას ჩაცმულობაზე ხმას არ იღებდნენ (რომელიც არასოდეს არ იცავდა dress code!) ახლა კი გიჟივით წერს ნუნუკას ფოტოზე, რომელმაც უამრავი კომპლიმენტი მიიღო!" - წერს ანუკი არეშიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს