"12 კაცი დაესხა თავს ლაჩრულად და სასტიკად ცემეს" - პოლიტიკოსები ქუჩაში ნაცემი ჟურნალისტის შესახებ

"12 კაცი დაესხა თავს ლაჩრულად და სასტიკად ცემეს" - პოლიტიკოსები ქუჩაში ნაცემი ჟურნალისტის შესახებ

"ასავალ- დასავალის" ჟურნალისტის ცემის ფაქტს პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

"ამ წუთებში შემატყობინეს, რომ სასტიკად ნაცემია "ასავალ–დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია, ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელიც წლების განმავლობაში შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე იხდიდა სასჯელს და რომელსაც ამ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრის სტატუსიც კი არ აღირსა! ბრავო ეკა ბესელია!!! ამ დროისთვის ზაზა დავითაია ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება!!!

გონს მოდით, ქოცებო!!! ვინც კი ჩამშვები, ცილისმწამებელი და გამყიდველია, ყველა გვერდით რომ დაიყენეთ, არ გეშინიათ?!!!!!!!!!! შიშზე გელაპარაკებით, თორემ სირცხვილზე თქვენთან საუბრით დროს ნამდვილად არ დავკარგავ!!!!

არ იცით, რომ ბოზი ყველგან ბოზია და არა აქვს მნიშვნელობა, ვისკენ არის?!!!!

არ იცით, რომ თქვენს მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის შეუსრულებლობა არა ნაკლებ მოგეკითხებათ, ვიდრე მათ, ვინც ეს უსამართლობა ჩაიდინა?!!!!!!!!!!!!!" - წერს ირინა სარიშვილი.

დავითაიას ცემის ფაქტს გამოეხმაურა ასევე სანდრო ბრეგაძე.

"სააკაშვილის ზონდერები ე.წ.თავისუფალი ზონიდან სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ ჟურნალისტ, ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიას. ლაჩრულად 12 კაცი თავს დაესხა ჟურნალისტს და ის სასტიკადვე ცემა, დავითაია მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილია საავადმყოფოში.უკვე ერთი თვეა გავიძახი, რომ თბილისის ცენტრში(პეკინის ქუჩაზე) შექმნილია თანამედროვე მხედრიონის ტიპის ორგანიზაცია, რომელიც შედგება მერაბიშვილ-ახალაიას პოლიციელებისა და ზონდერებისგან, რომლებიც გადიან წვრთნას და მათი მიზანია მართვადი ქაოსის დანერგვა ქვეყანაში, ეს კრიმინალები იმდენს ბედავენ რომ სააკაშვილის დავალებით სასიკვდილოდ ცემენ  ჟურნალისტებს, რომლების აზრიც მათ არ მოწონთ.ხელისუფლებას და მთელს საზოგადოებას გვემუქრებიან და სისხლის ღვრაზეც მიდიან. ეხლა დადგა დრო, რომ სამუდამოდ აილაგმოს ეს ექსტრემისტ-კრიმინალები და ქვეწარმავლების ბუდე მოისპოს. თუ დღეს მათ ეს შერჩათ, მაშინ ხვალ უარესი ელის ჩვენს ქვეყანას. ვაფრთხილებდი ყველას, ყველა გაზეთში ამას ვწერდი და აი შედეგიც. ეხლა უარესს გაგიმხელთ-ეს კრიმინალები უკვე ღია ძალადობაზე გადავლენ და მკვლელობებსაც ჩაიდენენ და ეს დღეები არც ისე შორსაა. ხელისუფლება და საზოგადოება ერთად უნდა დადგეს კრიმინალების თარეშის აღსაკვეთად. ამ საქმის გადადება არ შეიძლება!!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს