ვხსნი ჩატს, რომელშიც ზაზა გაბედავა ამ წუთებში დამიკავშირდა - სარიშვილი გაბედავასთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს

ვხსნი ჩატს, რომელშიც ზაზა გაბედავა ამ წუთებში დამიკავშირდა - სარიშვილი გაბედავასთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს

ირინა სარიშვილმა დღეს ფეისბუქის პირად გვერდზე ბოლო დღეების სკანდალებს გამოეხმაურა და საკუთარი მოსაზრება ეკა ბესელიას ევროსაბჭოში გამოსვლაზე და მოსკოვში გამართული "თბილისობის" მონაწილე მომღერლებთან დაკავშირებით დააფიქსირა.

"ორი საზიზღრობა ვნახე დღეს, ორივე პოლიტიკურ ნიადაგზე!!!

ერთი – "პრაიმტაიმსში" გამოქვეყნებული უბინძურესი სტატია ეკა ბესელიაზე (ეს ამ გაზეთის სტილია, სხვის საცვლებში ქექვა და ბინძური ჭორების გავრცელება); მეორე, ვინმე ზაზა გაბედავას წერილი ნინო ჩხეიძის ქმრის მისამართით!!!".

მოგვიანებით ირინა სარიშვილმა მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ზაზა გაბედავასთან პირად მიმოწერას ასაჯაროებს.

"ვხსნი ჩატს, რომელშიც ზაზა გაბედავა ამ წუთებში დამიკავშირდა, რადგან მან ამ ჩატის ნაწილი დადო მხოლოდ კომენტარებში და შემდეგ დამბლოკა.

gabedava:რა გინდათ თქვენ ჩემგან ქალბატონო ირინა? ვითომ ვერ მიხსენებთ ხომ? მაშინ მე შეგახსენებთ მე თქვენ და გოგი ხოშტარია კიტოვანთან ვიყავით ასულები შავნაბადაზე, დანარჩენს მოგვიანებით ვიტყვი.

sarishvili:ეხლა ვნახე თქვენი მოწერილი. ნამდვილად არ მახსოვხართ ან რა მნიშვნელობა აქვს, მახსოვხართ თუ არა. მე არაფერი არ მინდა, გარდა იმ შეფასებისა, რაც განცხადებაში მიწერია. არა მგონია, თქვენგან ასეთი მუქარის ტონი გონივრული იყოს! არც პოლემიკაში ვაპირებ თქვენი სტილის ადამიანებთან შესვლას! ნახვამდის.

gabedava:კი მე მოგწერეთ

მე საერთოდ არ ვიყავი არც ორგანიზატორი თბილისობის, მაგ ჩხეიძის ქმარმა გინება დამიწყო და რა დავაშავე ვიცოდე

მაგის გინებაზე პასუხი არ გაგიციათ და ჩემზე ერთი ამბავი ატეხეთ, არაა ასე სწორი. გამიხსენეთ ახლა ვოლვოთი ვიყავით ასულები პუტჩის დღეები იყო. 2 დღეში ომი დაიწყო.

კიტოვანი ლანჩავა და პუტჩისტებთან

sarishvili: მე იმაზეც მაქვს პასუხი გაცემული, მაგრამ მას რაც არ უნდა დაეწერა, რაც თქვენ დაწერეთ, ამას არანაირი გამართლება არა აქვს ჩემი აზრით. განცხადებაშიც ზუსტად ეს მიწერია და როგორც ნახეთ, ძალიან ბევრი მოწონება აქვს, მათ შორის მათი, ვინც თქვენ გყავთ დამეგობრებული. არანაირი სურვილი არ მაქვს საუბრის არც ნინო ჩხეიძის ქმრისნაირ და არც, მაპატიეთ თქვენნაირ ადამიანებთან. ნახვამდის

gabedava: წაბრძანდით! თქვენ პუტჩისტი ხართ და პასუხი უნდა აგოთ ქართველი ერის წინაშე და არა მორალი მიკითხო აქ!

ესაა სიმართლე და გვარიც უთხარით თქვენი ხალხს სწორი!

აქ არ ჩანს, არ აკოპირებს, ერთი სტიკერია, ხარხარებს და აი ამით დაასრულა... კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე...

ეს უკვე ჩემი პასუხია განცხადების ქვეშ კომენტარშიც და აქაც, რის შემდეგაც გაბედავამ დამბლოკა.

მე კიტოვანთან ვიყავი ასული და ომის პერიოდშიც, რადგან გია მაშინ კგბ–ს ციხეში იყო და ძალიან მეშინოდა რომ ის შენობა სამიზნე არ გამხდარიყო! თქვენთან ერთად ან კიდევ ვინმე სხვასთან ერთად ვიყავი თუ არა, ნამდვილად არ მახსოვს, ვოლვოშიც გაგიკვირდებათ და ხშირად ვმჯდარვარ და ამიტომ ვოლვოთი ვერ გაგიხსენებთ ნამდვილად რას იზამ, ბევრს ვიცნობ და ასეთებიც გამომერეოდა შიგადაშიგ! თქვენი მცდელობა, რომ მე ზვიადისტები მომასიოთ, სასაცილოა... და კიდევ, ჩატში რომ მეუბნებით, შენი ნამდვილი გვარი თქვიო, ეს კიდევ უფრო მეტად სასაცილო, თან დავიბენი: ზვიადის დროს მე ხან რუსი ვიყავი, ხან ირანელი, ხან სომეხი, ხან ოსი და ხან აფხაზი... რომელი ავარჩიო, ეგებ მირჩიოთ???

P.S. იმედს ვიტოვებ, რომ გაბედავას მუქარა არ გასცდება ამ უბადრუკი, არაკაცური ბოდვის ფარგლებს... ისე, არც ეგაა პრობლემა

და კიდევ ერთი P.S. ვისაც გაბედავას ლანძღვა მოგინდებათ, აქ არ გინდათ, მის კედელზე ესტუმრეთ და რაც გინდათ ის უქენით! აქ მაინც ვერ დაინახავს... დამბლოკა.

სტატუსი ძაააააააააალიან შეშინებულია" - წერს ირინა სარიშვილი.

თემის შესახებ| ზაზა გაბედავა ნაგავია, დედა უნდა მოუ*** - ირინა სარიშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს