საქართველოში გოჭის დაკვლა აიკრძალება?

საქართველოში გოჭის დაკვლა აიკრძალება?

"ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის!

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი შემდეგ კვირაში განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც იკრძალება ერთ წლამდე გოჭების დაკვლა, გასაყიდად გამოტანა ან საკვებად გამოყენება და საქართველო გახდება მსოფლიოში 67-ე ქვეყანა სადაც გოჭების დაკვლა აიკრძალება". - ამის შესახებ პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"კანონი ძალაში შევა 1-ლი დეკემბრიდან და სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონიტორინგს გაუწევენ ბაზრობებს და მარკეტებს. ასე რომ წელს ქართულ საახალწლო სუფრას ვეღარ დაამშვენებს ტრადიციული გოჭი. იურიდიული კომიტეტის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი ევროკავშირისგან ითხოვდა კანონის ამოქმედების ერთი წლით გადადებას და დასაკლავი გოჭების ასაკის ექვს თვემდე ჩამოწევას, მაგრამ ამ თხოვნას ბრიუსელმა უარით უპასუხა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები გოჭების იმპორტის შესახებ იმ მეზობელ სახელმწიფოებთან, რომელთაც ხელი არა აქვთ მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ევროკავშირში აღნიშნული კანონი მწვანეების ინიციატივით მიირეს, განმარტებითი ბარათის მიხედვით, გოჭების ჭამა არ არის გამოწვეული კვებითი აუცილებლობით და მხოლოდ ფუფუნებაა!" - წერს ფეისბუქის გვერდზე ვასილ მაღლაფერიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს