"ჩემი დათო გვასალია..." - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი გვასალიების ტრაგედიის შესახებ

"ჩემი დათო გვასალია..." - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი გვასალიების ტრაგედიის შესახებ

დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გვასალიების ოჯახის ტრაგედიას ეხმაურება.

"ჩემი დათო გვასალია...

პატარა ნინოს ძმა, რომელიც თავისი დის მოულოდნელი გაუჩინარებიდან ერთ წელიწადში მასთან გაემგზავრა და კიდევ ერთი ტრაგედიის მომსწრენი გაგვხადა...

საოცარი ადამიანი, თბილი, კეთილი და ნიჭიერი...

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და დაიფაროს

მისი ოჯახი, რომელზე დარდიც მოსვენებას არ მაძლევს...", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

დათო გვასალია 4 ოქტომბერს, მეტრო-სადგურ "300 არაგველების" ლიანდაგებზე ჩახტა და მატარებელმა გადაუარა. ერთი წლის წინ, 2013 წელს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა დათოს დამ, 22 წლის ნინო გვასალიამ, რომელიც სახლიდან 17 ოქტომბერს გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა... სამართალდამცველები და მეგობრები თითქმის ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ. ბაიკერებმა მისი ცხედარი 10 ნოემბერს მუხათწყაროს ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს...

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს