დავით ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ - მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი "ნაცმოძრაობას" იცავს?

დავით ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ - მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი "ნაცმოძრაობას" იცავს?

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მან ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ყოფილი სოდ-ისა და კუდ-ის თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას გააკეთა.

"და რომ არ აღმოჩნდნენ ეს გამტაცებლები ნაცმოძრაობის პარტიული დავალების შემსრულებლები, რას ვშვრებით? მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი და იმიტომ ვიფიქრეთო, ვიტყვით?", - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ადამიანები სოდ-იდან და კუდ-იდან ორი წლის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაათავისუფლა.

"ოპერაციას პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა. დღეს დილით, 07:00 საათზე მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ დაკავებულები იყვნენ გამტაცებლები. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, ვის ხელში იყო საქართველო. ასეთი კრიმინალების, გამტაცებლების, მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში იყო მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესენი მართავდნენ საქართველოს. გასარკვევია, ვინ დგას ამის უკან და სამინისტრო და მინისტრი ამის გარკვევაზე მუშაობენ. ეს შემთხვევითი არ არის. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან დგას ორგანიზებული ძალა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ალექსანდრე ჭიკაიძე საუბრობდა სულ რაღაც ერთი თვის წინ, რომ ეს არის ორგანიზებული ჯგუფი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფოთსა და თბილისში, ლოტკინის დასახლებაში იმართება ორგანიზებული აქციები, რომლის მონაწილეთა პრობლემების მოსაგვარებლად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას 9 წელი ჰქონდა.

რამდენიმე დღის წინ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ანუ კუდის თანამშრომელი - 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ანუ სოდის თანამშორმელი - 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი ანგარებით, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამინ გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას "ტე-ტე"-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს