თმები გაჭაღარავდა, თეთრდება დედა! - წერილი რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

თმები გაჭაღარავდა, თეთრდება დედა! - წერილი რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

წერილს, რომელსაც ახლა კითხულობთ, გულგრილს არავის დაგტოვებთ.

წერილი სამი ძმიდან ერთ-ერთს ეკუთვნის, რომლითაც ის დედას დაბადების დღეს ულოცავს. ეს სამი ძმა  ქუთაისიდან არის. - მანუჩარ, ანზორ და ავთანდილ კაჭახიძეები. მათი ისტორიაც ყველამ იცის...

მათი დედა, მანანა კილაძე ტყუპების მშობიარობას გადაჰყვა.

პატარა ობლებს მზრუნველი გამოუჩნდათ, მანანა შარაბიძე. პატარების აღმზრდელ ქალბატონს იუბილე ანზორ კაჭახიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე მიულოცა.

"სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის შენი ჩვენდამი ამაგი, დედა!

ისეთი დიდი მადლი გაქვს გაკეთებული, სამი კაცი სამი ცხოვრებითაც რომ ვერ გადაგიხდით! ჩემი ქალიშვილი ახლა შენს იმ ასაკს უახლოვდება, საიდანაც დაიწყე ჩვენზე მზრუნველობა. ვუყურებ მის ბავშვურ სახეს, მის ბავშვურ ანცობებს და მიკვირს...

წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინე... სხვები დიდი ხანია ამბობენ ამას, მე ახლა გეუბნები.

ამ სურათში სამივეს რომ თმებს გვივარცხნი, ის თმები გაჭაღარავდა, თეთრდება დედა.

შენდამი სიყვარულს, შენდამი მადლიერების განცდას, შენს სიდიდეს დრო ვერაფერს აკლებს ჩვენში.

ვიფიქრე აღგვზარდა, ახლა მაინც დაისვენებს მეთქი, შენ მაინც არ ისვენებ...

ნოდარ დუმბაძე თავის გენიალურ „მზიან ღამე“–ში წერს რომ „დედაშენი არის ღმერთი“–ასე მგონია მხოლოდ ჩვენ მოგვმართავს... ჩვენი ღმერთი კი არ ისვენებს, ღმერთს ჩვენს კარგად ყოფნას შესთხოვს.

ჩვენ კი უფალს შენს დიდხანს სიცოცხლეს შევთხოვთ, ისევ ჩვენთვის.

დაბადების დღეს გილოცავ დედა!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს