"ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები გადადგებოდნენ" - ვის უცხადებს უნდობლობას "ილიაუნის" ყოფილი ლექტორი

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები გადადგებოდნენ" - ვის უცხადებს უნდობლობას "ილიაუნის" ყოფილი ლექტორი

"ილიაუნის" ყოფილი ლექტორი გიორგი თუმანიშვილი სოციალურ ქსელში სასწავლებელში დღეს მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გადადგომისკენ მოუწოდებს.

"მოკლედ, ვინ ვისთან "წევს'' მისი საქმეა.

ადამიანის სიცოცხლე ხელშეუვალია.

დღითიდღე მივდივართ... სადღაც...

საქმე იმაშია, რომ ამ ნიუსებით გაბრუებულნი, ვერც იმის დროს ვნახულობთ, რომ დავფიქრდეთ, გავიაზროთ და ამ გააზრების შედეგად ვიმოქმედოთ...

დაბადებიდან ყველა თანასწორია.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ახლობლებს.

და კიდევ... აი კაცისთვის მისაღებია და ქალმა რომ გვერდზე გაიხედოს - მოსაკლავია - ამ ,,ტრადიციით'' გავაგრძელოთ ჩვენი შვილების აღზრდა. ჩვენ ხომ ,,ვიცით'' რას ვაკეთებთ. ეს ხომ ჩვენ ვართ. საქართველო.

აუცილებელია ალბათ, რომ ქუჩაში ცოცხლად დაკიდონ მომდევნო მრავალრიცხოვანი მსხვერპლი, მრავალჯერ, ცოცხებითაც აწვალონ, დაწვან, თან არჩევნები ახლოვდებოდეს, თან სხვას ახალი თანამდებობრივი სკამი უნდოდეს... პატრიარქმა დალოცოს... და 100 000 რამ ერთდროულად, რომ ,,სამოქალაქო პოზიცია'' გამოვავლიონოთ. ჩვენ... რჩეულმა ერმა... ერმა ვაჟასი, ილიასი, აკაკის... დავით აღმაშენებლის.... ტფუ!

კი... NATO-ში უნდა მიგვიღონ, შეგვეხვეწონ, რომ შევიდეთ. ასოცირების შეთანხმება... კი...

სად ვართ შესაშვები რეალურად? პრაქტიკულად პაპუასები ვართ! მთლიანობაში, როგორც ერი, როგორც სახელმწიფო დღეს. მომხმარებლები, მაყურებელნი, კაი მჭამელნი, დამრტყმელნი და ისპალნიწელები... ტფუ!

***

მე უნდობლობას ვუცხადებ მოქმედ ხელისუფლებას!

მთელ მინისტრთა კაბინეტს. ძალოვანი უწყებების ყველა ზედა რგოლის მენეჯერს. მთლიანად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარების გამო.

ასევე უნდობლობას ვუცხადებ საქართველოს მოქმედ პარლამენტს!

ასევე უნდობლობას ვუცხადებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ამ დრომდე იყო საქართველოს ხელისუფლებაში!

ეს არ არის მოწოდება. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის დღევანდელი პოზიცია!

***

როგორც რიგითი მოქალაქე, უნდობლობას ვუცხადებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავით აფრასიძეს და უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ადამიანები გადადგებოდნენ. მათ ვერ შეძლეს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღევანდელ შემთხვევას შეიძლება არაერთი მსხვერპლი ყოლოდა. მათ შორის სტუდენტების და სხვა პირების სახით.

ვუცხადებ უნდობლობას და ვითხოვ დაუყოვნებლივ გადაყენებას!

ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია და არა როგორც სამართლის სკოლის ყოფილი დეკანის ან/და პროფესორის (ამით სპეკულირება რომ არ დაიწყოთ).

ვინც იზიარებს, შეგიძლიათ დაასტატუსოთ ან დააშეაროთ. ასევე გააკეთოთ google.doc განცხადების ტექსტით და მოვაწეროთ ხელი.

ადამიანები სასწავლო დაწესებულებაში უნდა იყვნენ დაცულნი, ქვეყანაზე აღარაფერს ვამბობ.

გავატარებთ... არაფერი არ შეიცვლება. არსად და არასდროს. თუ არ მოგწონს - შეცვალე!", - წერს თუმანიშვილი.

შეგახსენებთ, მაკა წივწივაძეს რამდენიმე საათის წინ "ილიაუნში" ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ის "ბრიტანული საბჭოს" თანამშრომელი იყო, რომელიც "ილიაუნის" სტუდენტებს ინგლისურ ენას ასწავლიდა.

არსებული ინფორმაციით, ის ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

წივწივაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაიყვანა, თუმცა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს