თეონა კონტრიძე მეუღლეს მიმართავს: "მადლობა რომ არ ხარ სადისტი, აგრესიული და მატყუარა"

თეონა კონტრიძე მეუღლეს მიმართავს: "მადლობა რომ არ ხარ სადისტი, აგრესიული და მატყუარა"

მომღერალ თეონა კონტრიძეს ეროვნებით რუსი მეუღლე ჰყავს. წყვილმა 2008 წლის 8 აგვისტოს თბილისში იქორწინა, ზუსტად მაშინ, როდესაც საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა დაძაბული იყო. დღეს თეონა ბოლო დროს საქართველოში ქმრებისა და ყოფილი ქმრების მიერ ქალებზე ძალადობის ფაქტების გახშირებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში მეუღლეს მადლობას უხდის.

"ქმრის არჩევა საკუთარი თავის რეალიზების ნაწილია, ისევე როგორც პარტნიორების, მეგობრების, საცხოვრებელი ქალაქის არჩევა.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მეუღლეს ნიკალაი კლოპოვს, იმისთვის, რომ არსებობს და რომ თერთმეტი წლის განმავლობაში არ ყოფილა "ეგოცენტრიკი", სადისტი, აგრესიული და მატყუარა, იმისთვის, რომ მაძლევს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, გადაადგილების, ურთიერთობების და ყველაფერ იმის უფლებას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ იმისთვის, რომ ის ჩემი შეუცვლელი მეგობარია და ყველაზე მთავარი და ერთგული თაყვანისმცემელია. მადლობა!".

სალომე დადიანი

reitingi.ge

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს