"ჩხუბში მონაწილე ერთ პიროვნებას, სავარაუდოდ, ნაცნობობის გამო მშვიდად უშვებენ სახლში, ხოლო მეორეს ცემა-ტყეპით აპატიმრებენ" - რა მოხდა "ელდეპოში"

"ჩხუბში მონაწილე ერთ პიროვნებას, სავარაუდოდ, ნაცნობობის გამო მშვიდად უშვებენ სახლში, ხოლო მეორეს ცემა-ტყეპით აპატიმრებენ" - რა მოხდა "ელდეპოში"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე რესტორან "ელდეპოში" მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

"ჩხუბი რესტორან "ელდეპოში"

პოლიციელები ჩხუბში მონაწილე ერთ პიროვნებას (სავარაუდოდ ნაცნობობის გამო) მშვიდად უშვებენ სახლში, ხოლო მეორეს ცემა-ტყეპით აპატიმრებენ", - წერს დეპუტატი.

წუხელ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე რესტორან "ელდეპოში" მომხდარ ინციდენტზე შსს-ს განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, საზოგადოებრივ წესრიგს ერთი პირი არღვევდა, რომელმაც ადგილზე მისულ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ის სსკ-ის 353-ე მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) არის დაკავებული.

"პოლიცია რესტორანში ხმაურის გამო მივიდა. მათ იქ დახვდათ ერთი პიროვნება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა შეურაცხყოფა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შსს-ში.

მომხდარის ამსახველი ვიდეო-მასალა დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ გაავრცელა. კადრებში კონფლიქტში სავარაუდო ორი მონაწილე ჩანს. აქედან პოლიციამ ერთი დააკავა, მეორე კი მანქანით წავიდა.

მომხართან დაკავშირებით დღეს პარტიის ოფისში ხაჩიძემ განცხადება გააკეთა და სამართალდამცავებს საქმის სამართლიანი შესწავლისაკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს