"ვიჭერთ ტყუილზე და ფეხებსაც ვერ ვჭამთ!" - რაში ადანაშაულებენ ნავთობკომპანიებს

"ვიჭერთ ტყუილზე და ფეხებსაც ვერ ვჭამთ!" - რაში ადანაშაულებენ ნავთობკომპანიებს

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ქართულ ბაზარზე არსებულ ნავთობკომპანიებს მომხმარებელთა მოტყუებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"მე არ ვიცი ვისი ბრალია, არ იქნება "ვისოლი" და იქნება სხვა... რეალურად რომ საშინელი საწვავია ქალაქში, მატყუარა კომპანიები, რომელთა მომსახურე პერსონალი და თვითონ ჩასასხმელი აპარატურა შესამოწმებელია! მე "რომპეტროლზე" მინიმუმ 15 ლიტრი დამაკლეს და როდესაც ვუთხარი ცხელ ხაზზე უნდა დავრეკო-თქო, ჩამსხმელი მევედრებოდა, არ დარეკოო.... მეორეჯერაც რომ დაახლოებით იგივე მოხდა, გადავწყვიტე გამერკვია, მაგრამ რად გინდა? არავინ არ გპასუხიბს ამ ვითომ ცხელ ხაზზე, მეტიც მაგრად ახატიათ, ვის რამდენი აქვს ფული და ვის რისთვის ჭირდება ის სიმწრით ნაშოვნი ფულით ნაყიდი საწვავი! იგივე მოხდა "ვისოლის" რამდენიმე ობიექტზე. მოკლედ ტრ***ში ვართ იმ კუთხით, რომ ვხვდებით, რომ გვატყუებენ, მეტიც ვიჭერთ ტყუილზე და ფეხებსაც ვერ ვჭამთ! თორემ "ვისოლი" იქნება, "გალფი", "ლუკოილი", "რომპეტროლი" თუ სხვა, რა მნიშვნელობა აქვს, ესენი მხოლოდ ლოგოებია, რომელთა სახითაც ვიღაცა გვწოვს სიცოცხლეს!", - წერს მომღერალი.

იხილეთ ასევე: განუკითხაობა საქართველოს სანავთობო ბაზარზე - საწვავის გაიაფება აკრძალულია?!

რამდენით გაიაფდება საწვავი საქართველოში - ხელისუფლება ნავთობმონოპოლისტების შესწავლას იწყებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს