"მეც ვარ მოძალადე და ამ მოძალადეს ვებრძვი მთელი ცხოვრება" - ნიკა ქავთარაძე ყოფილ ქალებს ბოდიშს უხდის

"მეც ვარ მოძალადე და ამ მოძალადეს ვებრძვი მთელი ცხოვრება" - ნიკა ქავთარაძე ყოფილ ქალებს ბოდიშს უხდის

ბოლო პერიოდში მამაკაცების მიერ ცოლებზე გახშირებულმა ძალადობამ, რასაც სამწუხაროდ, ათობით ფატალური შედეგი მოჰყვა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მათ შორის, ვინც თემას გამოეხმაურა, იუმორისტი ნიკა ქავთარაძეც არის. ნიკა ქავთარაძე ამბობს, რომ მთავარი პრობლემის აღიარებაა, და "თუ ვიცით რაც გვჭირს, მაშინ პრობლემის მოგვარება ბევრად ადვილია"...

Facebook/ნიკა ქავთარაძე:

"დღეს ერთმა ჩემმა ყოფილმა გოგომ შემიქო ჩემი საჯარო განცხადებები მოძალადე ქმრებზე და ქალების უფლებებზე. მაგრამ აღნიშნა,რომ ამ განცხადებებს არ აქვთ მაქსიმალური თანხვედრა ჩემს ნამდვილ სახესთან. ამიტომ საჭიროდ ვთვლი განვმარტო:

1. ჩემს ცხოვრებას მხოლოდ ბულბულების ჭიკჭიკით შესრულებული კლასიკური მუსიკა არ დებია ფონად.

2. მეც მიყვირია.

3. მეც გამიტეხავს ტელევიზორის პულტი/მობილური/ჭიქა გაბრაზებულს.

3. მეც მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა.

4.მეც დამიდგამს დრამატული სცენები ეჭვიანობის გამო.

ამიტომ მეც ვარ მოძალადე და ამ მოძალადეს ვებრძვი მთელი ცხოვრება. და ზუსტად ვიცი, რომ თუ ვიცით რაც გვჭირს, მაშინ პრობლემის მოგვარება ბევრად ადვილია.

ბოდიშს ვუხდი ყველა ქალს, ვისთვისაც გული მიტკენია და შეურაცხყოფა მიმიყენებია.

მე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ქალებზე!!!

P.S. ყველა მათგანი ცოცხალია, ჯანმრთელია და ბევრად ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი ერთად ყოფნისას".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს