"რუსულ ნავთობსა და გაზს დაასამარებენ!" - რას უწინასწარმეტყველებს რუსეთს ლელა კაკულია

"რუსულ ნავთობსა და გაზს დაასამარებენ!" - რას უწინასწარმეტყველებს რუსეთს ლელა კაკულია

ნათელმხილველი ლელა კაკულია "ფეისბუქის" პირად გვერდზე რუსეთთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს.

"2008 წელი, 15 სექტემბერი, თბილისი.

რუსეთს ენერგორესურსები არ შველის. მათი ფასები - კატასტროფაა!!! - ნულს გაუტოლდება და ამაში ამერიკის ხელიც ურევია და ასევე დასავლეთის რამდენიმე წამყვანი, ძლიერი ქვეყნისაც. რუსულ ნავთობსა და გაზს დაასამარებენ! რუსეთის მთავრობას ძლიერი ისტერია სჭირს, ვხედავ.

2008 წელი, 16 დეკემბერი, თბილისი.

მართალია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია დიდ გარიგებაში არიან რუსეთთან, მაგრამ არავინ უწყის, თუკი რუსებმა აგრესია მეორედ განახორციელეს, რა პასუხი ექნებათ ამაზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხი ექნებათ! თუმცა რუსებს არ შერცხვებათ, ყველანაირი ქმედება შეუძლიათ ჩაიდინონ. ჰოდა, ასეთ შემთხვევაში მათი ნავთობის ფასი გახდება "ათი" დოლარი.

2009 წელი, 18 იანვარი, ურეკი.

ნავთობის ფასი ძალიან დაარტყამს რუსეთს.

2009 წელი, 23 იანვარი, ურეკი, დილის 5 საათი.

ვხედავ, ამერიკა აქტიურად ჩაერევა ევროპასთან დაკავშირებით, რათა ისინი რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებულები. ამერიკა მნიშვნელოვან საკითხებს გადაწყვეტს, განსაკუთრებით ენერგორესურსების პრობლემის გადაჭრაში ეხმარება ევროპას. იგი რუსეთის პოლიტიკას აუცილებლად დაგმობს და უხეშად გააფრთხილებს მის მთავრობას, რომ ხმამაღალი და მუქარის განცხადებების ტონი შეარბილოს.

მთავარი ისაა, რომ რუსეთი თვითონ არის ევროპის ბაზარზე დამოკიდებული. ნავთობთან დაკავშირებით მომხდარი მკვეთრი ცვლილებები რასაც მოუტანს რუსეთს, სახეზე იქნება.

2013 წელი, 24 მარტი, თბილისი.

სხვათა შორის, რუსეთს დიდი პრობლემები ექნება გაზთან და ნავთობთან დაკავშირებითაც, რაც ძალიან შეარყევს რუსეთის ეკონომიკას და ასევე პოლიტიკასაც ევროპასთან მიმართებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ევროპას ვეღარ უკარნახებს თითის ქნევით. ეს ძალიან საშიში და რთული გადასალახი იქნება რუსეთისთვის.

ლელა კაკულია

მსოფლიოში ნავთობზე ფასების ვარდნა გრძელდება და უკვე მიაღწია რეკორდულ მინიმუმს. რუსეთის მთავრობა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმისათვის, რომ შექმნილ კრიზისს თავი დააღწიოს, ან ქვეყნის ბიუჯეტი უნდა შეამციროს მნიშვნელოვნად, ან სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან 70 მილიარდი რუბლი უნდა გახარჯოს. რუსეთის ეკონომიკა რეცესიაშია. ინვესტორები საკუთარ აქტივებს ყიდიან, ვინაიდან აშშ და ევროკავშირი პუტინს უკრაინელი ამბოხებულების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

ექსპერტების აზრით, ნავთობის ფასი, რომელიც ამ დროისთვის ბარელზე 90 აშშ დოლარს შეადგენს, კიდევ დაიწევს და 80 აშშ დოლარს ქვემოთ დაეცემა. ეს რუსეთისთვის გარდაუვალი კრახის მომასწავებელი იქნება, ვინაიდან 90 დოლარიც კი უკვე კრიტიკული ზღვარია ქვეყნის ბიუჯეტისთვის.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ უკვე დაავალა რუსეთის ბანკს, შეიმუშავოს სტრესული პროგნოზი, ანუ, ეგრეთ წოდებული, შოკური ვარიანტი ერთ ბარელ ნავთობზე 60 აშშ დოლარიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობა მოვლენების ამგვარად განვითარების მოლოდინშია.

რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის კითხვაზე, რამ გამოიწვია ნავთობზე ფასების რეკორდული ვარდნა, ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა უპასუხა: "ეს ბაზრის ძირითადი მოთამაშეების, აშშ-ისა და სხვათა შეთქმულების შედეგია".

შეგახსენებთ: 2004 წელს, საქართველოზე თავდასხმის შემდეგ, ნავთობის ფასი მსოფლიოში ერთ ბარელზე 40 აშშ დოლარამდე დაეცა, რამაც რუსეთში სერიოზული ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია", - წერს კაკულია სოციალურ ქსელში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს