"ნორმალური ნამდვილად ვერ იქნება. შანსი არაა" - რატომ შეამკო ამ სიტყვებით ნიკა გვარამიამ თეა წულუკიანი

"ნორმალური ნამდვილად ვერ იქნება. შანსი არაა" - რატომ შეამკო ამ სიტყვებით ნიკა გვარამიამ თეა წულუკიანი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ქალის კვლა არის დაწინაურებული (c) მინისტრი წულუკიანი

ადამიანის პირიდან რომ ეს ვერბალური კონსტრუქცია ამოვა, ის ნორმალური ნამდვილად ვერ იქნება. შანსი არაა.

ps რას იტყვი Gogi Gvakharia, შენ დიდი გამოცდილება გაქვს დიაგნოზების დამსმელებთან კომუნიკაციის, ასე მახსოვს ჩემი საყვარელი "ფსიქოდან".

***

ნულოვანი ტოლერანტობა ოჯახურ ძალადობას და ფემიციდს!!!

p.s. საქართველოს მთავრობავ, ნუ გერიდება ნურც ამ სიტყვათშეთანხმების თქმა და ნურც პროაქტიული სამართალდაცვითი ზომების, ჩვენს ქუჩებში ქალებზე ნადირობენ! მოერიდეთ ისეთ სამარცხვინო განცხადებებს, როგორც "უბრალოდ მამაკაცები კლავენ ქალებს" (c) მინისტრი წულუკიანი, "ოჯახური ძალადობის პრევენცია შეუძლებელია" (c) პრემიერი ღარიბაშვილი

***

1. ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა საკუთარი დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსის კრახი, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან მიმართებით.

2. ქვეყანაში უპრეცედენტო კრიმინალური ფონია, განსაკუთრებით, ქალებთან დაკავშირებით პირდაპირ ნადირობაა გამოცხადებული.

3. ბიუჯეტი სავარაუდოდ მორიგ ჯერზე მინიმუმ ნახევარი მილიარდით გაირღვევა.

პასუხისმგებლობის აღებას არავინ აპირებს? მეტი რისთვის უნდა გადადგეს მთავრობა (ცალკეულ მინისტრებზე რომ არაფერი ვთქვათ)?", - წერს გვარამია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მკვლელობის საქმის გამოძიებით უკმაყოფილოა. ამის შესახებ წულუკიანმა ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

წულუკიანმა მის მიერ გიორგი გაბუნიას გადაცემა "არჩევანში" გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა განმარტება და გაიმეორა, რომ საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა, თუმცა გაიზარდა კრიმინალის ის ნაწილი, რომელიც ქალთა მკვლელობებს ეხება.

"წელს კრიმინალი არ გაზრდილა, გარდა კრიმინალის იმ ნაწილისა, რასაც ჰქვია ქალის კვლა. ვიღაცას ეს არ მოეწონა, ვიღაცამ ეს ვერ გაიგო, მაგრამ რეალობა არის მწარე და რეალობას ჰქვია ის, რომ წელს საქართველოში კრიმინალში კაცებმა იყოჩაღეს და ქალის კვლა არის დაწინაურებული", - განაცხადა მინისტრმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს