"თვალი არ მოაშოროთ. საშიშად არის ატეხილი" - გივი თარგამაძე თეა წულუკიანზე

"თვალი არ მოაშოროთ. საშიშად არის ატეხილი" - გივი თარგამაძე თეა წულუკიანზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის განცხადებს ეხმაურება, რომელიც ბოლო დროს ქალთა მკვლელობის გახშირებულ ფაქტებს უკავშირდება.

"ღმერთი, რჯული, ვგონებ, ქალაქში მანიაკი გაჩნდა. თანაც, მისი სახელი, გვარი და თანამდებობაც ვიცით. ისეთი გამოთქმითა და სიამოვნებით ამბობს და იმეორებს ამ საშინელ სიტყვებს: "ქალის კვლა", თითქოს საუბარი საქონელზე, ან სხვა ბოინის საკლავზე იყოს. მაინც, თვალი არ მოაშოროთ. საშიშად არის ატეხილი", - წერს თარგამაძე.

როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა განაცხადა, "წელს კრიმინალი არ გაზრდილა, გარდა კრიმინალის იმ ნაწილისა, რომელსაც ქალის კვლა ჰქვია". გარდა ამისა, მან დასძინა, რომ "ვიღაცას ეს არ მოეწონა, ვიღაცამ კი ვერ გაიგო, მაგრამ რეალობა მწარეა. რეალობა არის ის, რომ წელს საქართველოში კრიმინალში კაცებმა იყოჩაღეს და ქალის კვლა დაწინაურდა".

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს "დიდი ხარვეზები არა აქვს და ხარვეზები ჩვენს მენტალიტეტშია".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს