თუ ნახევარი მილიონის დახარჯვას აპირებ, სააკაშვილის პიკაჯები არ უნდა აპორწიალო - ჟორჟოლიანი ღარიბაშვილს

თუ ნახევარი მილიონის დახარჯვას აპირებ, სააკაშვილის პიკაჯები არ უნდა აპორწიალო - ჟორჟოლიანი ღარიბაშვილს

"როდესაც ადამიანი აპირებ ნახევარი მილიონის დახარჯვას ერთ ვიზიტში, ყოფილი პრეზიდენტის ქაშმირის პიჯაკები აქეთ-იქეთ არ უნდა აპორწიალო. ტეხავს:) როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ ხალხს უჭირდა და ამ ქვეყანაში მიშა ვიზიტებში ბევრს ხარჯავდა, მხოლოდ შენი და შენი ცოლის ბილეთი 40.000$ არ უნდა დაუჯდეს პენსიონერს. ეს ისე, მაინც, რომ იცოდე:)", - ასე ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრის გაეროში ვიზიტს.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაეროში ქართული დელეგაციის ვიზიტზე დახარჯული თანხები დაასახელა.

"დელეგაცია პრემიერის ბრძანებით განისაზღვრა 34 წევრით. ჩვენ ხელთ გვაქვს 16 ადამიანის სამივლინებო ხარჯი გაწეული მთავრობის კანცელარიის ბიუჯეტიდან. სულ ეს თანხა არის 562 ათას 965 ლარი. სასტუმრო "მანდარინ ორიენტალში" გადაიხადეს 175 ათასი 651 ლარი, მგზავრობა დაჯდა 100 ათას 243 ლარი, ტრანსპორტით მომსახურება 147 ათას 375 ლარი. ბიუჯეტიდან, არის გადახდილი სასტუმროს დამატებითი ხარჯები 25 ათას 694 ლარი, ანუ მინიბარის ხარჯი, სასმელის, სადილის ხარჯი.

აქვე საგანგებოდ უნდა გავუსვა ხაზი რამდენიმე გარემოებას, პრემიერ-მინისტრმა და მისმა მეუღლემ ბილეთში მიუნხენი-ნიუ-იორკი-მიუნხენი გადაიხადეს ვითომ 20 ათასი ლარი. ეს არ იყო ბიზნეს კლასი, რომელიც თავისთავად ძალიან კომფორტულია, ეს არ იყო პირველი კლასი, რომელიც ბიზნეს კლასზე უფრო კომფორტულია, ეს იყო პირველი კლასის პრემიუმ ბილეთი", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს