"ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს" - რატომ ჩამოაგდეს ავტობუსიდან ფერადკანიანი ბიჭი თბილისში

"ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს" - რატომ ჩამოაგდეს ავტობუსიდან ფერადკანიანი ბიჭი თბილისში

ბოლო განახლება| თბილისში ავტობუსში ფერადკანიანი ბიჭის ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მწერალი ლელა კოდალაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის ერთ-ერთ ყვითელ ავტობუსში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს - ებოლას ვირუსით შეშინებულმა ქართველებმა ფერადკანიანი ბიჭი კინწისკვრით ჩამოაგდეს.

"ქართველების დიდი ნაწილი ხომ ისედაც ფიზიოლოგიური ზიზღით უყურებდა შავკანიანებს და მათთან ტრანსპორტში უნებურად შენახებ ადგილებს სახლში მოსვლისას სპირტით იწმენდდა...

ახლა კი, ამ ებოლათი დაბოლილმა ქართველებმა საბოლოოდ აიწყვიტეს...

დღეს, პავლოვზე, ავტობუსიდან გადმოაგდეს შავკანიანი ბიჭი. მძღოლმა სპეციალურად გააჩერა და საშუალება მისცა მგზავრებს, გადმოეგდოთ და თვითონაც მიაყოლა ერთი-ორი წიხლი. ამაოდ ყვიროდა ის ბიჭი, აი ემ ფრენჩ!-ო... ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს, ჩვენმა ვაჟკაცებმა საამაყო გურჯულ-ნაციონალური გინებაც მოაყოლეს, დავარდნილი ზურგჩანთაც თავში ესროლეს... მანდილოსნის შეყვირებაც ჩამესმა: ,,ღმერთო, შენ დაგვიფარე ებოლასაგან და ამ მაზუთიანებისაგან"... მეორე ქალი: ,,პიჯაკი რომ ჩაუცვია ამ გორილას"...

ამის მერე კი ავტობუსი ამერიკული ბოევიკის პერსონაჟი ,,კადილაკივით" მოწყდა ადგილს და გაუჩინარდა. დავარდნილი ბიჭი სანამ წამოდგებოდა, იქ მდგომნი შემოეცალნენ და, ვითარცა ქართველთ წესია, როგორც უცხო, ბინძურ, აქოთებულ ცხოველს, ისე დაუწყეს შორიდან ამრეზით ყურება...", - წერს მწერალი.

ქვეყნებიდან, სადაც ებოლას ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, საქართველოში აგვისტოს შუა რიცხვებიდან დღემდე შემოსულია 86 ადამიანი. აქედან უმრავლესობა, ერთის გარდა, იყვნენ ნიგერიელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უნივერსიტეტებში. ერთი იყო ლიბერიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იქ მუშაობდა.

ამ ადამიანებს საზღვარზე ურიგდებათ სამახსოვრო ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც ჩამოთვლილია ის სიმპტომები, რაც ებოლას ახასიათებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ მიმართონ ან დარეკონ მითითებულ ტელეფონებზე.

ამ დაავადების მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი არის 21 დღე და ამ პერიოდში მათზე ხდება ეპიდზედამხედველობა, რაც გულისხმობს იმას, რომ პერიოდულად, ჩვენი ეპიდემიოლოგი მათ ურეკავს და მოიკითხავს, რაიმე სიმპტომი ხომ არ გამოჩნდა. 21 დღის შემდეგ ისინი იხსნებიან ზედამხედველობიდან.

უმრავლესობა უკვე მოიხსნა ზედამხედველობიდან და ამ ეტაპზე 13 ადამიანი რჩება ზედამხედველობის ქვეშ.

"მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან! ძალიან მწარე ხარ, შვილო..." - რას წერს სკოლა 12 წლის ბიჭზე, რომელიც ლისის გზაზე ავარიისას პატრულმა იმსხვერპლა

"ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ" - ინფექციონისტი განმარტავს, რატომ არ უნდა ატარონ ბავშვებმა სკოლაში პირბადე

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამყაროვ" - კახა კალაძის უმცროსი ვაჟი 2 წლის გახდა (ფოტოები წვეულებიდან)