"რაც დავწერე, დავწერე, და მორჩა!" - ხათუნა ჟორდანიას პასუხი მისი განცხადებით აღშფოთებულ საზოგადოებას

"რაც დავწერე, დავწერე, და მორჩა!" - ხათუნა ჟორდანიას პასუხი მისი განცხადებით აღშფოთებულ საზოგადოებას

მომღერალი ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში "არჩევანში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებას განმარტავს.

"ვინც მე მიცნობს (და, ამჯერად, ეს არ გულისხმობს "ცნობილ ადამიანობას"), ალბათ, მართლაც გაუკვირდებოდა, რომ განრისხებულმა, ბევრი რამ ისეთი დავწერე, რომელთა ამოთქმაც არააფექტურ მდგომარეობაში ნამდვილად გამიჭირდებოდა. მაგრამ სიტყვას უკან ვეღარ დაიბრუნებ: რაც დავწერე, დავწერე, და მორჩა! ამის გამო, ლამის კოლექტიური ტერორისკენ მოწოდებაც კი დამაბრალეს! მერწმუნეთ, არასოდეს მიფიქრია არათუ კოლექტიურ ტერორზე, არამედ - ვინმეს რამენაირ დასჯაზეც კი, თუ ის ახალგაზრდების მორალურ და ფიზიკურ დეგრადაციას არ შეუწყობს ხელს!

ჩემი რეაქცია, დიდწილად, სუბიექტურმა მიზეზებმა განაპირობა, და ეს გასაკვირად არ უნდა დარჩენოდათ მათ, რომელთაც იციან, რომ ობიექტური მოსაზრება საერთოდ არ არსებობს, რადგან ადამიანი უკვე სუბიექტია!

თანაც, მე საკუთარი თავი კი არ დამიცავს, არამედ გამოვესარჩლე მეგობრის ვაჟს, რომლის მსგავსი ახალგაზრდა ბევრი არ დადის ჩვენს ქალაქში. გამოვესარჩლე იმიტომ, რომ შეურაცხყვეს.

გარდა იმისა, რომ რაც მას უთხრეს, თითქმის ყოველივე სიცრუე იყო, არავის აქვს უფლება, პასუხი მოსთხოვოს ვინმეს სხვის ნაცვლად, ცილი დასწამოს და გააბიაბრუოს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც მის პოლიტიკურ მოსაზრებას არ ეთანხმება.

მეორეც, მგონია, რომ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხმამაღალი ფიქრების გამოქვეყნება ინდივიდუალური არჩევანის საკითხია.

ვიცი, ამან გამოიწვია ურთიერთდაპირისპირება ჩემი მოსაზრების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის.

ყველას გასაგონად ვაცხადებ: ჩემს მეგობრებთან ურთიერთობაში არავის დახმარება არ მჭირდება; მტრებს აზრს ვეღარ შევუცვლი; სეირის მოყვარულებს კი, ვურჩევ, სხვა საქმით დაკავდნენ: თვალსასეიროს რა გამოლევს ჩვენს ქალაქში!

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვინც მე მიცნობს, ვერავინ დაიჯერებს, რომ შემეძლო, ვინმე, როგორც უნდა ვეწინააღმდეგებოდე მას, ლინჩის წესით დასასჯელად გამემეტებინა. ძვირფასო ოპონენტებო! ძვირფასო მეგობრებო და თანამოაზრენო! ქართველი საზოგადოების ძვირფასო წევრებო! პატივი ეცით ერთმანეთის აზრსა და ღირსებას; ნუ იცრუებთ კამათისას და ცილს ტყუილუბრალოდ ნურავის დასწამებთ - სინამდვილეში, ხვალიდან სწორედ ასე მოქცევას ვნატრობ!", - წერს ჟორდანია.

იხილეთ ასევე: "სადაც დაინახავთ ამ აყროლებულებს - ურტყით, ჩაქოლეთ, აფურთხეთ" - ხათუნა ჟორდანია "10 ლარიან ნაციონალებზე"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს