"მას რთული ცხოვრება აქვს გავლილი "გრუზიაში" - ქეთა გაბიანი პირველ ლედის იცავს

"მას რთული ცხოვრება აქვს გავლილი "გრუზიაში" - ქეთა გაბიანი პირველ ლედის იცავს

პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას იაპონიაში ვიზიტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის არის ქეთა გაბიანი, რომელიც, როგორც ჩანს, მაკა ჩიჩუაზე გამოთქმულმა ზოგიერთმა ნეგატიურმა შეფასებამ გააღიზიანა და ამის შესახებ Facebook-ზე წერს:

"აუ, ეხლა მარგველას იაპონიის ფოტოები ვნახე და... ნუ, მარგველაზე რაც გინდათ თქვით და იმ გოგოს ნუ ლანძღავთ ასე, სირცხვილია!

თავი დავანებოთ იმას, რომ ქალია და თანაც ფეხმძიმე, ასე მისი მოხსენიება, ერთმნიშვენლოვნად ცუდი საქციელია!

პირდაპირ ვიტყვი რომ ეს გოგო, მის ქმარზე ასი თავით უფრო მაგარია, მას რთული ცხოვრება აქვს გავლილი გრუზიაში და ნუ ის, რაც ნამდვილად შეიძლება ითქვას, ამის შედეგად ცუდ ადამიანად არ იქცა, და არც გაბოროტდა. თქვენი არ ვიცი და როგორც ქალი, მე ამას მართლა ვაფასებ.

ნუ დაგვავიწყდება რა ქვეყანაში ვართ და რად გვიღირს, ყველა აქ მცხოვრებ ქალს, აქ შვილების გაზრდა, ნუ პირად წარმატებაზე, საერთოდ არ ვლაპარაკობ.

როგორც ბოლო ხანებში ყველამ ნახა, ქალად ყოფნა, აქ სიცოცხლისთვის საშიშია, ასე რომ, დავანებოთ ამ ქალს თავი და იმ ქალთმოძულე, პოტენციურ მკვლელებს, ნუ დავემსგავსებით.

თუ რამე პრეტენზია გაქვთ, მის ქმართან წარადგინეთ, ის რას იმსახურებს, ცალკე თემაა.

მაკა ჩიჩუაზე მაქვს ლაპარაკი, თუ ვინმემ ვერ გაიგო", - წერს გაბიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს