"თქვენთვის და რობერტ სტურუასთვის მიმიფურთხებია" - ნაზღაიძე რეზო ამაშუკელს

"თქვენთვის და რობერტ სტურუასთვის მიმიფურთხებია" - ნაზღაიძე რეზო ამაშუკელს

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ნანი ბრეგვაძესთან დაკავშირებით პოეტ რეზო ამაშუკელის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს.

"ჩვენ არ გვეკითხებით, ბატონო რევაზ, ვისთვის მიგვიფურთხებია??? მე პირადად თქვენთვის და რობერტ სტურუასთვის მიმიფურთხებია, მართლაც რომ ჩასარეცხები ხართ ორივე, თან ისე, რომ ვერ ამოტივტივდეთ.

პ.ს. ნანი თუ ღნავის და ნანის თუ არაფერი გაუკეთებია, ვახ არ ყოფილა ტყუილი - კაცი ბერდება და . . .!!!", - წერს ნაზღაიძე.

პოეტი რევაზ ამაშუკელი ინტელიგენციას უპირისპირდება და აცხადებს, რომ რობერტ სტურუას გარდა, ხმას არავინ არ იღებს. "მერაბ ბერძენიშვილი დგას, როგორც კლდე".  რეზო ამაშუკელი რევაზ გაბრიაძეს, რევაზ მიშველაძეს, ლაშა ბაქრაძეს, დათო ტურაშვილს და ნანი ბრეგვაძეს აკრიტიკებს და როგორც თავად აცხადებს, ვიღაც ვიღაცებს კიდევ არ ასახელებს.

"გეკითხებით, ეს ქვეყანაა?! და ნანი ბრეგვაძე, რომ გამომიხტა? ვის რაღად უნდა მაგის სიმღერა, რომ წავიდა და კოვზირიძესთან დაჯდა "ტაბულაზე"? გამომივიდა აქ სახალხო არტისტკა! მიმიფურთხებია მაგათთვის, ყველა მომღერლი შემძულდა უკვე. ღნავიან რაღაცას და ფეხზე ჰკიდიათ სამშობლო...", - განაცხადა რევაზ ამაშუკელმა "ალიასთან" ინტერვიუში.

"ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ, თუმცა წინ რთული გზაა..." - თინა ხიდაშელი კოვიდისგან დატოვებულ გართულებებს გერმანიაში მკურნალობს

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე