"ყველა ჯურის გონებაჩლუნგმა, ბნელმა მიიღო ის, რაც მანამდე არასდროს ჰქონია" - დავით ზურაბიშვილი ქართველების მენტალურ პრობლემებზე

"ყველა ჯურის გონებაჩლუნგმა, ბნელმა მიიღო ის, რაც მანამდე არასდროს ჰქონია" - დავით ზურაბიშვილი ქართველების მენტალურ პრობლემებზე

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ქართველების მენტალური პრობლემების შესახებ წერს.

"სააკაშვილის რეჟიმმა კი გამოაცხადა მენტალური რევოლუცია მოვახდინეთო, მაგრამ რეალურად არანაირი მენტალური ძვრები საზოგადოებაში არ გამოუწვევია. უბრალოდ ამ მხრივ არსებული პრობლემები დაშინება-დაჩმორება-დატერორების წნეხის ქვეშ მოაქცია და ტელეპროპაგანდის ბრჭყვიალა სათამაშოებით მორთო. ეს არ იყო მხოლოდ პრობლემების კონსერვაცია. უსამართლო და ძალადობრივი მოპყრობის გამო ყველა ჯურის ფაშისტმა, რეტროგრადმა და გონებაჩლუნგმა ბნელმა მიიღო ის, რაც მანამდე არასდროს ჰქონია - ერთგვარი მორალური უპირატესობის განცდა არა მხოლოდ ნაცმოძრაობის, არამედ ზოგადად პროდასავლური დისკურსის მიმართ, რამდენადაც ეს პუბლიკა მიშისტობას და პროდასავლელობას ვერც ვერასდროს ანსხვავებდა ერთმანეთისგან.

აქედან გამომდინარე კი ვიცოდი, რომ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ ბიწიერი ეფექტის ამბავში მთელი ეს მიჭირხვნილ-დაგუბებული ნაგავი ამოტივტივდებოდა ზედაპირზე, მაგრამ უკვე შემაწუხებელი გახდა, თანაც, ნამეტნავად შემაწუხებელი, კლიანუს ჩესნოე სლოვო...

სააკაშვილამდე ხსენებულ პუბლიკას არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდა. ყველანაირი ენჯეოშნიკებისა და ლიბერალური ვორდინგით მეტყველი ახალგაზრდების მიმართ. მათ ეშინოდათ, რომ რეტროგრადებად და ჩამორჩენილებად შეირაცხებოდნენ. ყბადაღებული "ცხრაწელის" შემდეგ კი ეს კომპლექსი სრულად მოეხსნათ", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს