როგორ ეხმაურება გიგი უგულავას მეუღლე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას 2-წლიან მიღწევებზე

როგორ ეხმაურება გიგი უგულავას მეუღლე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას 2-წლიან მიღწევებზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ანგარიში, რომელშიც მთავრობის ხელმძღვანელმა 2-წლიან მიღწევებზე ისაუბრა, დღის მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა. ცხადია, ღარიბაშვილის განცხადებებს შეფასებებიც მოჰყვა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ბევრ მიღწევას ტელევიზიაში არ აჩვენებენ, ვინაიდან არ უხარიათ. მის ამ და სხვა განცხადებებს თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძეც ეხმაურება, რომელიც Facebook-ზე წერს:

"ამ რაოდენობის ტყუილი ერთდროულად არასდროს მომისმენია. პრემიერმა რამდენიმე პუნქტი ჩამოთვალა, რომელსაც მისი მმართველობის წარმატებული პროექტები დაარქვა. რა თქმა უნდა არ ვაპირებ, იმ "წარმატებების" განხილვას აქ, რაზეც იგი საუბრობს და პირდაპირ ავალებს საქრთველოს მოსახლეობას ამ ყველაფრის ჯერ დაჯერებას და მერე აღიარებას ( მერე რა, რომ საკუთარ თავზე ვერ გრძნობენ ადამიანები ამას) უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ მინიმუმ, უხერხულია რაიმე მიღწევაზე საუბარი, მაშინ, როცა ადამიანების სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ, საღამოს 8 საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლის შემთხვევაში! უხერხულია დემოკრატიაზე და რაიმე ტიპის სტანდარტზე საუბარი, როცა პოლიტიკური ნიშნით, დაუფარავად, დევნიან და აპატიმრებენ ადამიანებს! დაცინვა და შენი მოქალაქეების უპატივცემულობაა, დასაქმებაზე საუბარი, როცა ნათესავებით და საკუთარი ბიძაშვილ-მამიდაშვილებით აავსე სახელმწიფო თუ კერძო უწყებები, პოლიტიკური ნიშნით გამოყარე ადამიანები სამსახურიდან, მათი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიუხედავად! უხერხულია, როცა სახელმწიფოებრიობაზე საუბრობ და თვალსა და ხელს შუა ირღვევა უკვე აწყობილი სისტემები და ასე უსასრულოდ!

P.S. აღარაფერს ვამბობ უთავმოყვარეობაზე (ან უმეცრებაზე), როცა "იჯერებ" და სხვასაც "აჯერებ", რომ ასოცირების ხელშეკრულება, შენი დამსახურებაა", -წერს ლელა კილაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს