რადგან კახის ცოლის დეიდაშვილია, მუშაობის უფლება არ აქვს? - ნანუკა ჟორჟოლიანი ნეპოტიზმზე

რადგან კახის ცოლის დეიდაშვილია, მუშაობის უფლება არ აქვს? - ნანუკა ჟორჟოლიანი ნეპოტიზმზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხელისუფლებაში ნეპოტიზმის ფაქტებს ეხმაურება და ანუკი არეშიძის ნათესავს ესარჩლება.

"კახი კალაძის ცოლის დეიდაშვილი დაინიშნა გამგეობაში და ატყდა პანიკა:). იმიტომ, რომ კახის ცოლის დეიდაშვილია, მუშაობის უფლება არ აქვს, თუ რა ხდება:) ძაან უცნაური ისტერიკაა ამ თემის ირგვლივ. ხელოვნურს გავს ცოტა:)...

ბევრს ვნახავ რეზიუმეში რომ არაფერი უწერია. მთავარია საქმე გააკეთოს...

ერთი დეიდაშვილი ყველასი იმუშავებდა სადღაც:) მე ობიექტურად მესმის, რატომ არის პანიკა, როცა მთელი კახეთი საქმდება და მაღალ თანამდებობებზე და თან ძალოვან სტრუქრურაში:), მაგრამ მგონია, რომ რაღაცებზე ხელოვნურად ხდება...

თითო ნათესავი ყველას აღმოაჩნდება დასაქმებული:) ადრეც და ეხლაც:) პრობლემა იცი რა არის? მთელი ძალივანი სტრუქტურა რომ სანათესაოს ჩააბარა, თუნდაც ცოლის:) მაღალ თანამდებობებზე დასვა ყველა. სხვამ ოღონდ. ეგ პრობლემაა:) და ადამაიმიანები აუცილებლად იმუშავებენ სადღაც. იქნებ მანამდეც მუშაობდა და რა, იმიტომ რომ კახის ცოლის დეიდაშვილია წამოვიდეს და აღარსად იმუშაოს?", - წერს ჟორჟოლიანი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი-მედიატორი", თბილისის მასშტაბით, თვითმმართველობის ორგანოებში ნეპოტიზმის ფაქტებს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "მედიატორის" დამფუძნებელმა, გივი კუბლაშვილმა განაცხადა, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ცოლის ძმა გიორგი არეშიძე ქალაქ თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში უფროსის მოადგილედ დანიშნა. ასევე, მისი მეუღლის, ანუკა არეშიძის ბიძა ბესიკ ჭუმბურიძე დოლიძე-ბახტრიონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კუბლაშვილის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერის მეუღლის დეიდაშვილი ლუკა კანკავა კი საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს