"როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები..." - ვის უხდის გოგა ხაჩიძე ბოდიშს "რუსთავი 2"-თან დაპირისპირების შემდეგ

"როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები..." - ვის უხდის გოგა ხაჩიძე ბოდიშს "რუსთავი 2"-თან დაპირისპირების შემდეგ

ტელეკომპანია "რუსთავი 2", რომელიც ახალ სატელევიზიო სეზონზე ორ ტალანტ-შოუს, "ნიჭიერსა" და "ბრავოს" სთავაზობს მაყურებელს, "ნიჭიერის" ერთ-ერთი მონაწილის გამო სკანდალში გაეხვა და როგორც ჩანს, ეს სკანდალი, გარკვეულწილად, "ბრავოს" დააზარალებს. უკვე ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც სხვებთან ერთად გოგა ხაჩიძემაც გამოთქვა ეჭვი, რომ "ნიჭიერის" საპრემიერო გადაცემის ტრიუმფატორი, ამალია ჯიბლაძე პლუს-ფონოგრამაზე მღეროდა, არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით ის პროექტ "ბრავოდან" მოიხსნა, სადაც დეპუტატი მომღერალ გიორგი ბერიძის ლობისტი იყო.

მომხდარი სკანდალის შემდეგ ერთადერთი, ვისაც გოგა ხაჩიძე ბოდიშს უხდის, სწორედ გიორგი ბერიძეა. საჯარო ბოდიში ადრესატმა Facebook-ის საშუალებით მიიღო.

Facebook/გოგა ხაჩიძე, "ნაციონალური მოძრაობა":

"გიორგი, ბოდიშს გიხდი შექმნილი სიტუაციისთვის.

იცი, რომ მას შემდეგ, რაც "ბრავო"-ში შენი ლობისტი გავხდი, მცდელობას არ ვაკლებდი და მთელი მონდომებით ვემზადებოდი შენს მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ერთ კონკრეტულ ნამღერზე, ჩემთვის ობიექტური ე ჭ ვ ი გამოვთქვი და არხის ხელმძღვანელობამ ეს ლამის პირადი შურაცხყოფის რეგისტრში აიყვანა.

სასაცილოა, მაგრამ ამის გამო, თურმე, პროექტიდან "მომხსნეს".

როგორც ჩანს, ვეღარ დაგეხმარები...

შენ მართლა ნიჭიერი, ძალიან კარგი მომღერალი ხარ და წარმატებები მინდა გისურვო!"

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს