”საქველმოქმედო აქციები ყოველდღე რომ კეთდება, სად მიდის ეს თანხები” - სოფო სააკაშვილი

”საქველმოქმედო აქციები ყოველდღე რომ კეთდება, სად მიდის ეს თანხები” - სოფო სააკაშვილი

მომღერალ მაია ყარყარაშვილის ქალიშვილი, სოფო სააკაშვილი, რომელიც ქართველმა მსმენელმა მუსიკალურ პროექტ "X ფაქტორის" ქართული ანალოგიდან გაიცნო, ქართული საქველმოქმედო აქციებიდან მიღებული თანხების განკარგვით ინტერესდება.

"თითქმის ყოველდღე, ხშირად დღეში რამდენჯერმე მწერენ იმის შესახებ, რომ არის საქველმოქმედო აქცია და თუ შემიძლია, რომ ვიმღერო. დიდი სიამოვნებით, მაგრამ არ ვარ საქართველოში და იქნებ ეს გაიგოთ !!! და მეორე მიხარია, ამდენი საქველმოქმედო აქცია რომ არის, მაგრამ რაღაც ვერ ვხედავ გაუმჯობესებულ სიტუაციას, პირიქით დასახმარებელი ხალხის რაოდენობა იზრდება და მაინტერესებს, სად მიდის ეს თანხები !? თორე მანდ რო ვიყო, ჩემი ერთი სიმღერა თუ ვინმეს დაეხმარება და გადაარჩენს, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, თუმცა მაინც ბევრი კითხვები მაქვს, რომელიც პასუხგაუცემელია და ეს საქველმოქმედო აქციები კიდე ყოველ დღე რო კეთდება შედეგი სადაა?", - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს