"საშუალებას აღარ აძლევენ ოჯახის წევრებს თვალი შეავლოს, ცოცხალი კედელი აღუმართეს წინ!" - უგულავას მეუღლე სასამართლო პროცესის დეტალებზე

"საშუალებას აღარ აძლევენ ოჯახის წევრებს თვალი შეავლოს, ცოცხალი კედელი აღუმართეს წინ!" - უგულავას მეუღლე სასამართლო პროცესის დეტალებზე

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე სასამართლო პროცესზე არსებული ვითარების დეტალებს ასაჯაროებს. კილაძის თქმით, სამართალდამცავებს გიგის მორალური გატეხვა სურთ, რისთვისაც ყველა საშუალებას იყენებენ.

"ყველა სხვა შეზღუდვას, რომელსაც უკანონოდ ახორციელებს პროკურატურა გიგის წინააღმდეგ, დღეს საბადრაგო სამსახურის ახალი "ფანდი" დაემატა. გიგის უკვე საშუალებას აღარ აძლევენ სასამართლო დარბაზში თავის ახლობლებს და ოჯახის წევრებს თვალი შეავლოს, აი ამ ბადრაგებისგან შემდგარი ცოცხალი კედელი აღუმართეს წინ! დარბაზიდან თხოვნა, ოდნავ მიწეულიყვნენ, რომ დაგვენახა გიგი, ბუნებრივია თხოვნად დარჩა! "ბუნებრივია" იმიტომ, რომ ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ასრულებენ დაკვეთას, რომლის მიზანიც არის, გიგის ფსიქოლოგიური, მორალური და სულიერი გატეხვა. მინდა სურვილი და მოლოდინი გავუწბილო ყველას, ვინც გიგის გატეხვას ელოდება! რით არის გამოწვეული ასეთი საქციელი ?! მესმის თქვენი, გისოსებს მიღმა მყოფი გიგიც გაშინებთ!

მოწმეები იმდენად ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევიან რომ დარბაზში ყველა მხარე გაოცებულია, პროკურატურა კი გაოგნებული (!) რომელიც პერიოდულად ყვირის "პროტესტს ვაცხადებ"! პროტესტის გამოცხადება, რა თქმა უნდა უკავშირდება არასასურველი ტექსტების მოსმენას "მოწმეთა" მხრიდან!", - წერს კილაძე.

კილაძის პოსტს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოხმაურა:

"თამაშობენ კუკუ დამალობანას თუ რას შვებიან?! თავისუფლად ხომ სუნთქავს დარბაზში ხალხი რაც მთავარია", - დაწერა ჟორჟოლიანმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს