დავით უსუფაშვილო, შენ ხარ გმირი - თინა ხიდაშელი დავით უსუფაშვილს

დავით უსუფაშვილო, შენ ხარ გმირი - თინა ხიდაშელი დავით უსუფაშვილს

პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით და პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ფარული მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან – ე.წ. "გასაღებთან" დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მომზადების და დამტკიცების მიზნით პარლამენტს ერთთვიანი ვადა მიეცა – ბოლო თარიღი მიმდინარე წლის 1 დეკემბერია.

მოიძებნა გამოსავალი, რომელიც შექმნილ ვითარებაში ერთადერთი აღმოჩნდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კენჭისყრის დასრულებისას პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. კენჭისყრამდე, ვეტოსთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრთა სხვადასხვაობას ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა თინა ხიდაშელი.

"ვაიმე ღმერთო ამდენ სისულელეს, სითავხედეს, ფარისევლობას, დემოკრატიისთვის ცრემლის ღვრას როგორ გაუძლოს გულმა. დავით უსუფაშვილო, შენ ხარ გმირი, ამის ასეთი სიმშვიდით ატანისთვის." - წერს თინა ხიდაშელი.

მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელი და გულით გაფორმებული წერილი გაავრცელა:

"აი დამარცვლით რომ იწყებს ახსნას იქ ვაფანატებ

გუ-შინ რაც ჩვენ დავ-გეგ-მეთ და გა-დავ-წყვი-ტეთ იმა-ში იც-ვლე-ბა მხო-ლოდ თა-რი-ღი. რაც ჩვენ თე-ბერ-ვლის-თვის დავ-გეგ-მეთ ის იც-ვლე-ბა დე-კემ-ბრით. სულ ეს არის. არა რა, დავით უსუფაშვილი." - წერს ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს