"ორი ადამიანი გაკაპასდა ჩემი დანიშვნით" - ალეკო ელისაშვილი

"ორი ადამიანი გაკაპასდა ჩემი დანიშვნით" - ალეკო ელისაშვილი

ტელეკომპანია მაესტროში მომხდარი სკანდალის შემდეგ, როდესაც ტელევიზია რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა, გაირკვა, რომ "სუბიექტურ აზრს" ალეკო ელისაშვილი  წაიყვანდა, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

"ძალიან გულდასაწყვეტი დღე მქონდა. მთელი დღე დავრბოდი და გზადაგზა მესმოდა რომ ლამის მთელი ერი მლანძღავდა. ისინიც, ვინც მეგობრებად მიმაჩნია და რომლებმაც ჩემთან დარეკვის და ვითარებაში გარკვევის ნაცვლად, პირდაპირ ფეისბუქში გმინვა დაიწყეს. არაერთი სამსახურიდან წამოვსულვარ და ყოველთვის ჩემ ადგილს სხვა იკავებდა. ბუნების კანონია ასეთი და მე თავში არ გამივლია რომ ჩემ ადგილას მისული სხვა - უსირცხვილო იყო. "კავკასიაზე" გადაცემა "ბარიერი" ლამის ნახევარ სიცოცხლედ მიღირდა და მიღირს, მაგრამ წამოვედი, სხვა მივიდა ძალიან კარგი ბიჭი. სადღაც გული დამწყდა ნაღდად რომ მოვდიოდი, იმაზეც რომ სხვა მივიდოდა იქ, მაგრამ ღმერთი რჯული ჩემი არჩევანი იყო წამოსვლა და არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ჩემ ადგილას მეორის მიყვანა. კარგი ვუსურვე, კარგი ვუთხარი, რაც შემეძლო დავაკვალიანე და წამოვედი. შეწყალებაშიც ასე იყო - არ დავმალავ დარჩენა მინდოდა კიდევ ორი თვე, ხელფასის თვალსაზრისითაც და ბოლო შეწყალების ბოლომდე მიყვანის მხრივაც, მაგრამ არ შეიძლებოდა კანონით. ავდექი და წამოვედი. ჩემი მეგობარი მივიდა და მაგარიც ქნა რომ მივიდა. კაბინეტს რო ვცლიდი და ჩემ ნივთებს ვეზიდებოდი, გული ჩამწყდა კი, მარა ასეა - მე წამოვედი და სხვა მივიდა. არც მიფიქრია რო ჩემი მეგობრის საქციელი რაიმენაირად უკადრისი იყო. ვიმეორებ - დარჩენა მინდოდა ორი თვე, მარა არ გამოდიოდა. "სუბიექტური აზრიდან" ორი ჩემი მეგობარი წამოვიდა, იმიტომ რომ მესამე ჩემ მეგობართან (ხელმძღვანელთან) დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. სამსახურეობრივი ამბავი იყო. ქალებს შორის წაკიდებასაც დავარქმევდი. ორი ჩემი წამყვანი მეგობარი წამოვიდა, დაწერეს განცხადება და წამოვიდნენ. რამდენიმე დღეში მე შემომთავაზა მესამე ჩემმა მეგობარმა ამ გადაცემის წაყვანა. ესაა და ეს თავი ბოლო ამ ისტორიის. არასოლიდარული ხარო ახსენეს და რისადმი არასოლიდარული ვარ? წამყვანებს დირექტორთან ცუდი ურთიერთობა რომ ჰქონდათ იმისადმი? თუ ოდესმე ვინმეზე ზეწოლა იყო მედიაში, ჩარევა სარედაქციო საქმიანობაში და ასე შემდეგ ყველას ყოველთვის ვესარჩლებოდი და ახლა რას გამოვსარჩლებოდი? და რისადმი ვყოფილიყავი სოლიდარული? არავინ უნდა მისულიყო იმ გადაცემის წამყვანად? გადაცემა დახურულიყო? თვითონ თეონა გეგელია შემთხვევით სხვის მაგივრად ხომ არ მივიდა ეთერში, სწორედ იმ გადაცემის წამყვანად? თუ ვცდები? ასეა თუ ისე ჩემი საჯაროობა მაიძულებს ნაკლებად მტკივნეულად აღვიქვა უსამართლო ლანძღვა, ვცდილობ ამას, თუმცა ისიც ფაქტია - ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ორი ადამიანი გაკაპასდა ჩემი დანიშვნით: ჯერ ელენე თევდორაძე და მეორე სამწუხაროდ თეონა გეგელია. პირველისგან არც არაფერი გამკვირვებია, მაგრამ მეორემ ძალიან გული მატკინა Teona Gegelia", - წერს ელისაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს