”ასე ესვრით ქვებს... იმის ნაცვლად, რომ გიხაროდეს ასეთი მაგარი ქალის აღმოჩენა” - ინგა გრიგოლია ამალია ჯიბლაძეს იცავს

”ასე ესვრით ქვებს... იმის ნაცვლად, რომ გიხაროდეს ასეთი მაგარი ქალის აღმოჩენა” - ინგა გრიგოლია ამალია ჯიბლაძეს იცავს

"ნიჭიერის" მონაწილე ამალია ჯიბლაძის გარშემო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოხმაურებები გრძელდება.

გუშინ, ჟურნალისტმა მაია კახიძემ სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაძის რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "აი, ამალია სტავროპოლში ერთ-ერთ ფესტივალზე. გამარჯვებები ვუსურვოთ, არა?.."

სკანდალს ფეისბუქის პირად გვერდზე ინგა გრიგოლია გამოეხმაურა: "Fb-ზე შემოსვლა აღარ მინდა რა....რა ხდება ამ ქვეყანაში...რა ზიზღი ტრიალებს ასეთი ჰაერში, რომ ნიჭიერ ადამიანს, რომელმაც გაბედა და კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ასე ესვრით ქვებს.....იმის ნაცვლად, რომ გიხაროდეს უცებ ასეთი მაგარი ქალის აღმოჩენა, გაამხნევოთ, გაამარჯვებინოთ, ცხოვრების დიდი სტიმული მისცეთ, საშინელ ისტერიულ კამპანიას უგორებთ.....საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში ოდნავ წარმატებული ადამიანიც კი ეზიზღებათ...ამ აგრესიას ხომ ხედავს ის ადამიანი...რატომ უწყობთ სასამართლოებს...რატომ ამწარებთ....ეს არაა ძალადობა??? ჩემი მხარდაჭერა იმ მაგარ გოგოს...ამალიას და იმედია მთელი ცხოვრება არ ანანებთ რომ გაბედა და კამერების წინ იმღერა..ამ ისტერიული კამპანიის შემდეგ საერთოდ აღარაფერი გამაკვირვებს."- წერს გრიგოლია.

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს