"სხვა ქვეყნები დარჩენილმა ხალხმა ააშენა" - გიორგი კეკლიძე საქართველოდან გაქცევის მსურველებს მიმართავს

"სხვა ქვეყნები დარჩენილმა ხალხმა ააშენა" - გიორგი კეკლიძე საქართველოდან გაქცევის მსურველებს მიმართავს

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ქართული ემიგრაციის პრობლემის შესახებ წერს და ქვეყნიდან წასვლის მსურველებს მიმართავს.

"დილა მშვიდობისა. მინდა ბევრი ჩემი მეგობრის, მათ შორის ძალიან ახლო მეგობრის წუხილს გამოვეხმაურო (დღეს, გუშინ, გუშინწინ გამოთქმულს) - რომ ეს ქვეყანა არ არის და რაც შეიძლება მალე და სამუდამოდ უნდა წავიდნენ აქედან. ნაწილი მათგან უკვე წასულია. მე შესანიშნავად მესმის: ძნელია ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი სირთულეებთან, მით უფრო, უმეტესწილად, გაუგებარ სირთულეებთან ბრძოლას შეალიო. მესმის და ვერაფერს დავუშლი. მაგრამ მაინც მგონია, რომ ის ქვეყნები, სადაც ისინი მიდიან, სწორედ "დარჩენილმა'' ხალხმა ააშენა. საკუთარ თავზე ლაპარაკი ამ კონტექსტში შეიძლება უადგილოა, მაგრამ მეც არაერთხელ მქონია წასვლის შანსი და ახლაც მაქვს. ხშირად ვებრძვი კიდეც თავს. თუმცა ჯერ ისევ ის მხარე ძლევს, რომ შეიძლება მოინდომო და უამრავი სირთულე და წინააღმდეგობა გადალახო (კიდევ ერთხელ ვამბობ, ხან სრულიად გაუგებარი და გაუოგონარი) და რაღაც ააშენო და დატოვო. დატოვო იმისთვის, რომ თუნდაც მომავალ თაობას გაქცევა აღარ მოუნდეს. კიდევ ერთხელ: ცხადად მესმის, ძნელია ახალგაზრდობა სტრესულ სიტუაციებს შეალიო, მაგრამ სხვა ქვეყნები სწორედ დარჩენილმა ხალხმა ააშენა", - წერს კეკლიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს