როგორ ამხნევებენ ირაკლი ალასანიას მისი ოჯახის წევრები

როგორ ამხნევებენ ირაკლი ალასანიას მისი ოჯახის წევრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა. ყოფილი მინისტრის მიმართ მხარდაჭერა მისი ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით გამოხატეს.

"დილა მშვიდობისა თავისუფალი დიასახლისისგან,

"თავისუფალმა დიასახლისმა თავის სტატუსში განაცხადა"....: დღემდე ყოველმან ჩვენმან მმართველმან შეძლო, იმ თითო, ან თითო-ოროლა სიკეთის საფასურად, რაც მათ ქვეყანას მოუტანეს, ადამიანებს სძულებოდათ ერთმანეთი, დაყოფილიყვნენ მათი ნების და ჭირვეულობის მიხედვით, თუნდაც სისხლისღვრამდე. არცერთი წინა ხელისუფლებისთვის ადამიანი, ადამიანის სწორ ფსიქოლოგიურ ველში არსებობა, განვითარება და წინსვლა არ ყოფილა მთავარი.

სიძულვილის და ინტრიგის ნაცრისფერი ველიდან გამოსული ვუმღერ სიყვარულს.

ოდა სიყვარულს ადამიანებს შორის, საქმის, ქვეყნის, მომავლის... მინდა რომ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იყოს პროფესიონალიზმი, რაც პირდაპირ გულისხმობს პატიოსნებას, და მხოლოდ ეს ორივე ერთად უდრის პატრიოტიზმს.

გურულის არ იყოს, დემოკრატებო, ვინ ვარ ქე იცით, რა მინდა ქე იცით და აბა თქვენ იცით...", - დაწერა დღეს უკვე ყოფილი მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძემ.

ექს-მინისტრის ვაჟმა, ნიკა ალასანიამ გუშინ მამის პირველი პრესკონფერენცია ასე შეაფასა:

"მომეწონა თავდაცვის მინისტრის გამოსვლა და აბსოლუტურად ვეთანხმები მის პოზიციას!".

უფრო ადრე კი ალასანიას ვაჟმა ანუჯ სომანის ციტატა გამოაქვეყნა: "ნეგატიურ და გესლიან ადამიანს არასდროს აღიზიანებს მის გუნდში ნამდვილი ფარისევლების ყოფნა, მას ყოველსთვის სიამოვნებს, თუ მის გარემოცვას ნამდვილი ლიდერი არ ჰყავს".

ყოფილი მინისტრის ქალიშვილმა, ეკა ალასანიამ განვითარებული მოვლენების შემდეგ, მამის მხარდაჭერა მასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებით გამოხატა.

იხილეთ ვიდეო: "ამ ფაქტორმა მე კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამაღებინა ოჯახის მიმართ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს