"მეფე და ჩიტი" - ნათია ფანჯიკიძის რეაქცია ღარიბაშვილის მიერ ალასანიას საჯაროდ შეურაცხყოფაზე

"მეფე და ჩიტი" - ნათია ფანჯიკიძის რეაქცია ღარიბაშვილის მიერ ალასანიას საჯაროდ შეურაცხყოფაზე

მიუხედავად ალასანიასა და ღარიბაშვილს შორის არსებული დაპირისპირებისა, ბევრისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა სიტყვები, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა დღეს თავდაცვის გადაყენებული მინისტრი მოიხსენია. მან პოსტიდან გათავისუფლებულ ალასანიას "ავანტურისტი", "უჭკუო", "მოღალატე" და "ამბიციური" უწოდა.

აღნიშნულ განცხადებებს თავისებურად გამოეხმაურა ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი მაია ფანჯიკიძე, რომელიც Facebook-ზე ვახტანგ კახიძის "მეფე და ჩიტს" აზიარებს და მოსაზრებას ასე აყალიბებს:

"მე რაღაცა მაქვსო ...

ადამიანების და ღირებულებების, იდეალების ეს ზეძვირფასი პირადი კოლექცია არ იყიდება, ზიარია ყველასთვის, ვისაც უხილავი სენსორები გვაერთიანებს.

ერთიანი ცნობიერების სარტყელია,

მზე და სიყვარული,

მაშ!", - წერს ფანჯიკიძე, მოგვიანებით კი დასძენს, რომ "ჩიტები ვართ ყველა, ვისაც გვაქვს ის, რის გამოც გვმტრობენ - იდეალები. ამ დროს ამას მტრობა არ უნდა, გულის გახსნა უნდა და ეგაა.. უცებ მზე ჩნდება შენშიც. მეფეები ისინი, ვინც არ იცის, რომ ვერასდროს ვერ წაართმევს ამას სხვას და ვერც იყიდის".

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას მიმართ უკიდურესად მწვავე შეფასებები დღეს დილით გააკეთა. დეტალები იხილეთ სტატიაში - ღარიბაშვილმა ალასანიას უჭკუო ავანტიურისტი უწოდა - "კარგია, რომ ჩამოვიშორეთ ასეთი მოღალატე გუნდიდან"

იხილეთ| ვახტანგ კახიძის "მეფე და ჩიტი"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს