"გავლოთდები და მერე მაგით მოვკვდები" - რა სირთულეების წინაშე დააყენა ინგა გრიგოლია და ნანუკა ჟორჟოლიანი მოწევაზე უარის თქმამ

"გავლოთდები და მერე მაგით მოვკვდები" - რა სირთულეების წინაშე დააყენა ინგა გრიგოლია და ნანუკა ჟორჟოლიანი მოწევაზე უარის თქმამ

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ორი კვირის წინ მოწევას თავი დაანება. რამდენიმე დღის წინ კი იმავე მაგალითს ინგა გრიგოლიამ მიბაძა. თუმცა მათთვის სიგარეტის გარეშე ცხოვრება არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

"მეხუთე დღე უსიგარეტოდ და კბილთა ღრჭენა... ვხოცავ ირგვლივ ყველას და ყველაფერს... ვჭამ სულ... აღარ ვიცი რა სჯობს - ალბათ ისევ მოწევა... რა მნიშვნელობა აქვს, ნიკოტინი მავნებს თუ კედლებზე რომ დავდივარ, აი, ის მდგომარეობა?!

რომ არ ვეწევი, აი ეგ მაგიჟებს და ჭამას ვიწყებ... ერთი ღერიც რომ მოვწიო, აღარ შევჭამ... დილემაა რა...

გავლოთდები და მერე მაგით მოვკვდები... აი,მართლა კედლებზე დავდივარ...

წონა ისე არ მადარდებს, როგორც ნერვული მდგომარეობა... (((((", - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

თუ ინგასთვის ნერვები წონაზე მნიშვნელოვანია, განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ნანუკას.

''ძალიან რთული არჩევანის წინაშე ვდგავარ. სიგარეტი და წონა. ან უნდა მოვწიო, ან სულ ვჭამო. რესპუბლიკებისაც კი მშურს, არჩევანი იმდენად რთულია'', - დაწერა ნანუკამ.

ტელეწამყვანების პოსტებს უამრავი გამოხმაურება აქვს, ზოგი მათ გადაწყვეტილებას უწონებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც წონისა და ნერვების ხარჯზე სიგარეტისთვის თავის დანებებას არ ურჩევენ.

მომღერალმა თეონა კონტრიძემ ნანუკას შემდეგი რჩევა მისცა: ''უნდა მოწიო! აგიხსნი რატომაც... არაფერი არ იწვევს თავის ისეთ დაჩმორებას და თვითგვემას, როგორც დაკლებული წონის უკან აღება! გადააგდებ სიგარეტს, დაიწყება უგზო-უკვლო ცმაცუნი რაგაც იდიოტობების.... მერე წონის უდავოდ მომატება. ყოველი სარკეში ჩახედვა იქნება უდიდესი სტრესი, შენი თავი შეგეზიზღება, დაიწყებ საკუთარი თავის ცინიზმს და მთელი ფსიქო-სომატიკა იქნება ამ სადო-მაზოში ჩართული... ამიტომ მოწიე! ფილტვების დედაც ამ შემთხვევაში''.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს