ადამიანები ბავშვობიდან უნდა ვალაპარაკოთ - ანუ რა საერთო აქვთ სააკაშვილს, ივანიშვილსა და ბურჯანაძეს

ადამიანები ბავშვობიდან უნდა ვალაპარაკოთ - ანუ რა საერთო აქვთ სააკაშვილს, ივანიშვილსა და ბურჯანაძეს

კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" "მოამბეში" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სტუმრობას აფასებს. გვახარია მას, როგორც რესპოდენტს ახასიათებს.

"ესაა, ეტყობა, რეალობა. მიხეილ სააკაშვილი იყო ერთხელ "ფსიქოს" სტუმარი. თუ არ ვცდები იუსტიციის მინისტრი იყო მაშინ. მოვიდა, ილაპარაკა, კითხვის დასმის საშუალება არ მომცა და წავიდა:) ნინო ბურჯანაძესთანაც მისაუბრია პირისპირ. უფრო მოქნილი რესპონდენტია. კითხვას ერთი წინადადებით პასუხობს და მერე "თავის თემაზე" გადადის ისე, რომ გიჭირს გააწყვეტინო (ეტყობა ზოგჯერ ზრდილობა დამღუპველია ჟურნალისტისთვის).. მაგრამ ივანიშვილი მაინც პიკია - მოდის, საზმაუწყებლის საეთერო ბადეს შეიძლება ითქვას რომ "ანგრევს", ლაპარაკობს, ლაპარაკობს... ჟურნალისტს სიტყვის ჩასმის საშუალებას არ აძლევს. ჟურნალისტი თუ გაბედავს ეგრევე იქვე, პირდაპირ ეთერში იწყებს ჟურნალისტის "აღზრდას" და ჭკუის დარიგებას. ჟურნალისტი ხვდება, რომ ასე, სახალხოდ თავის დამცირებას ისევ გაჩუმება სჯობს და საერთოდ აღარ იღებს ხმას. როგორი კარგი ჟურნალისტიც არ უნდა იყოს:). ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ბატონი ივანიშვილი თავის გადაცემას დაიწყებს. ილაპარაკებს, ილაპარაკებს, ილაპარაკებს.. და ბოლოს ხალხი გადართავს. სხვა საქმეა რა და ვინ დახვდება მას იმ სხვა არხებზე:)

ამიტომ მენცერის (ასე არ ქვია?) მოძღვრებას უნდა მივყვეთ და ბავშვობიდან ვალაპარაკოთ ადამიანები:)

ახალგაზრდები გვინდა - ადამიანებისგან რომ სწავლობენ და ისე მართავენ ქვეყანას და არა მუდმივად გვასწავლიან. რაღა დროს თამადობაა? ხალხი "გალერიში" ცეკვავს

სანამ პოლიტიკურ ლიდერებს ასე გადავეფარებით, სულ მუდამ გვეყოლება ასეთი ივანიშვილები:)

მიშამ მოსმენა არ იცოდა.. და საერთოდ, საქართველოს პირველმა პირებმა არ იციან მოსმენა", - წერს გვახარია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს