"მიხარია, რომ საჯაროდ შენს ძაან შერცხვენაში მე მივიღებ მონაწილეობას" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუას "გოიმურად დამონტაჟებულ" ფოტოებზე

"მიხარია, რომ საჯაროდ შენს ძაან შერცხვენაში მე მივიღებ მონაწილეობას" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოდუას "გოიმურად დამონტაჟებულ" ფოტოებზე

ამ დღეებში ინტერნეტში 7 ნოემბრის აქციაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად სოდი-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუაა გამოსახული. კოდუას მეუღლე, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფოტოებს მონტაჟად მიიჩნევს და მათ გავრცელებაში კანცელარიის თანამშრომელ ბექა მჭედლიშვილს ადანაშაულებს, რომელიც ამავდროულად შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. ტელეწამყვანი ფოტოებისთვის ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

"მოკლედ, ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება ირაკლი კოდუას გოიმურად დამონტაჟებული ფოტოები. რადგან ამ ფოტოებს აქტიურად ავრცელებენ კანცელარიის თანამშრომლები, მივიღე გადაწყვეტილება ფოტოებს ექპსერტიზა ჩავუტარო სამხარაულის ბიუროში და ასევე ქვეყნის გარეთ! მესმის რომ ძაან ბანძი მონტაჟია და ყველა მარტივად მიხვდება, მაგრამ პრინციპის საქმეა! ერთხელ მოიხდიან ბოდიშს?! მეორედ აღარ გააკეთებენ! P.s. ეს იმას არ ნიშნავს რომ ამით ირაკლის რამე პასუხისმგებლობას ვხსნი, არა! მაგრამ ეს ფოტოები ფოტო მონტაჟია და ამას დავამტკიცებ!", - წერს ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ნანუკას პოსტს უამრავი ადამიანი ეხმაურება. მათ შორის თავად ბექა მჭედლიშვილი და ნოდარ ცხვირაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ფოტოები მისი გადაღებული და გავრცელებულია, ხოლო ტელეწამყვანის ბრალდება აბსურდულია.

ბექა მჭედლიშვილი: ტყუილია, რომ აქტიურად ავრცელებენ კანცელარიის თანამშრომლები სიმართლეა, რომ მივდივართ ექსპერტიზაზე, რაც სხვათაშორის მე შემოგთავაზე. თუ შენ გამტყუნდი, ბოდიშს იხდი შენ, თუ მე, ვიხდი მე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე მიხარია, რომ საჯაროდ შენს ძაან შერცხვენაში მე მივიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს პატარა ბიჭი მიხვდები, რომ ერბო ერბოა და ქონი ქონია.

ბექა მჭედლიშვილი: მეც მიხარია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიგებს ხალხი, ვინ ხარ შენ.

ნოდარ ცხვირაშვილი: შენ იმენა ბექას ერჩი, მარა ძაან ცუდი ხერხით, იმიტომ რომ სანამ რამე წამოიწყე უკვე წააგე, იმიტომ რომ ეს ფოტოები 100%-ით დაუმონტაჟებელია. მე დავდე ეგ ფოტოები და როგორც დავდე, ისე გამოიყურება, ანუ მონტაჟის გარეშე.

"ყველაზე მაგარი შეგრძნება ცხოვრებაში არის ის, როცა იცი, რომ აბსოლუტურად მართალი ხარ. და კიდევ უფრო მაგარი, თუ ძირითადად მაინც ახერხებ და სიმართლით ცხოვრობ. ჩემი სიმართლე ყოველთვის და ყველგან დამიმტკიცებია და ყოველთვის და ყველგან დავამტკიცებ", - წერს ბექა მჭედლიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

იხილეთ ასევე: "ეგეთები უკადრია მაგის გარეწარ ქმარს" - ფოტო 7 ნომერის აქციიდან და ნინო სუთიძის მწვავე კომენტარები კოდუა-ჟორჟოლიანის შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს